under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



მართლმადიდებელ ქრისტიანთა საქველმოქმედო ასოციაცია "ბეთლემი" დაარსდა 1991 წელს. მასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე პირები.

1992 წლის 1 (14) სექტემბერს, ასოციაციის ძალებით, საპატრიარქოსთან და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სასულიერო აკადემიის ბაზაზე, გაიხსნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებელთა სკოლა. სკოლის შენობა ამჟამად მდებარეობს დიდ დიღომში: იოანე პეტრიწის ქუჩა, №1ა.

1993 წლის სექტემბერში ასოციაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს წმინდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი. მთარგმნელთა ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების თარგმანები; ძველი აღთქმის პირველი ორი წიგნის თარგმანი - წიგნი შექმნისა და წიგნი გამოსვლათამიმდინარეობს მუშაობა იოანეს სახარების თარგმანზე.

1994 წლის ივნისში, ასოციაციის ძალებით, ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველთან დაარსდა მეურნეობა "ასურეთი", რომლის მიზანია საქართველოს ამ უძველეს კუთხეში ბიომეურნეობის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.

მეურნეობის ტერიტორიაზე, 1999 წლის ივნისში, დაიწყო ალგეთისპირის წმინდა გიორგის მონასტრის მშენებლობა. მონასტრის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მონასტერი შენდება ასოციაცია "ბეთლემისა" და მორწმუნე მრევლის შემოწირულობებით.

2000 წლის თებერვალში, ასოციაციის ინიციატივით, დაარსდა ჟურნალი "რწმენა და ცოდნა". გამოსულია 16 ნომერი.

ასოციაცია "ბეთლემი", თავისი დაარსების დღიდან, 19 წელს ითვლის. ვიმედოვნებთ, ღვთის შემწეობითა და მორწმუნე მრევლის თანადგომით, ასოციაცია "ბეთლემი" კიდევ მრავალ წელს იარსებებს და უამრავ კეთილ საქმეს აღსრულებს.




ახალი ამბები


31.07.2010
კათოლიკოს-პატრიარქს სოფლის მეურნეობის აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა

23.03.2010
ხელდასხმა

23.03.2010
ტაძრის კურთხევა

19.03.2010
წიგნის "დიმიტრი ყიფიანი - ახალი დიმიტრი თავდადებული" პრეზენტაცია

19.03.2010
წიგნის პრეზენტაცია წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.