მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - კოლ. 259 დას. III, 17 - IV, 1. ლკ. 47 დას. IX, 44-50. წინასწარმეტ. - 1 კორ. 156 დას. XIV, 20-25. მთ. 96 დას. XXIII, 29-39.

day_icon   

ხსენება წინასწარმეტყველისა იოველისა (ძვ. წ-აღ. 800 წ.); მოწამისა ნიკოლოზ დვალისა (+1314);  წმიდისა მოწამისა უარისა და მასთან შვიდთა მოძღვართა ქრისტიანეთა (+დაახლ. 308); ნეტარისა კლეოპატრასი (+327) და ძისა მისისა იოანესი (+320); მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა და მასთან 128 მოწამისა (+342); წმ ნაწილთა გადასვენება ღირსისა იოანე რილელისა (+1238)

„კოლხეთის“ ღმრთისმშობლის ხატის ჩამობრძანება ათონიდან საქართველოში (2007);

 




day_icon   

ღირსმოწამე უარი და შვიდნი მოძღვარნი ქრისტეანეთანი ეგვიპტეში ცხოვრობდნენ III-IV საუკუნეთა მიჯნაზე, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. უარი მხედართმთავარი და ფარული ქრისტიანი იყო. ის მრავალ დევნილ და პყრობილ მართლმორწმუნეს ეხმარებოდა: ღამით მოიხილავდა სატუსაღოებს, პატიმრებთან საზრდელი მიჰქონდა, წყლულებს უხვევდა მათ და ამხნევებდა.

ერთხელ უარი მთელი ღამე საუბრობდა ქრისტიანთა შვიდ სიკვდილმისჯილ მოძღვართან, რომლებსაც აღსასრულის წინ სცემდნენ და აშიმშილებდნმენ. დილით, როდესაც პყრობილები დასასჯელად გაიყვანეს, უფლის რჩეულიც მათ თან გაჰყვა. მსაჯულმა წმინდანის სარწმუნოების სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ იგი. წამების დროს ნეტარმა სული უფალს მიაბარა. ამის შემდეგ ქრისტიანთა მოძღვრებსაც თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 307 წელს.

 

ნეტარი კლეოპატრა პალესტინაში, თაბორის მთის მახლობლად მდებარე სოფელ ედრაში დაიბადა. იგი წმიდა მოწამე უარის თანამედროვე იყო და ღვთის ნებით მის მარტვილობას შეესწრო. როცა უარს სული აღმოხდა, ჯალათებმა მისი წმიდა ცხედარი ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად. კლეოპატრამ შუაღამისას თავის ძესთან და ერთგულ მსახურებთან ერთად წმიდა უარის ნაწილები შინ წაასვენა და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თავისი ქმრის ნეშტად გაასაღა. ამ ხერხით, მან მიიღო მთავრობის ნებართვა, წმიდა ნეშტი თავის სამშობლოში გადაესვენებინა; თავის საგვარეულო სასაფლაოზე წმიდა უარის სახელობის ტაძარი ააგო და მღვდელმსახურთა დასისა და ერის თანდასწრებით სიწმიდე ტაძარში დააბრძანა.

კლეოპატრა ევედრებოდა წმინდანს გარდაცვლილი მეუღლისა და წინაპრების სულთა მეოხებას, ლოცვებში მოყვასთაგანაც არავის ივიწყებდა, მაგრამ განსაკუთრებით შვილის ბედნიერებას შესთხოვდა. კლეოპატრა ოცნებობდა, მის შვილს სამეფო კარზე ემსახურა, მაგრამ იოანე უცებ ავად გახდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა დედამ სირბილით მიაშურა წმიდა უარის ტაძარს, მისი ლუსკუმის წინ დაემხო და მხურვალედ შეევედრა, დაებრუნებინა მისთვის შვილი, ან შესწეოდა, მისი სულიც მიეღო უფალს. წმინდანის ნაწილებთან მხურვალე ლოცვასა და ტირილში კლეოპატრას ჩეძინა. უეცრად მის წინაშე უარი წარდგა, ხელში ყრმა იოანეთი. ორივენი სპეტაკი სამოსით იყვნენ შემოსილნი. უარმა კლეოპატრას მიმართა: ”მოწამეთა თაყვანისმცემელო, მე არ დამვიწყნია ის პატივი, რომელიც ცხედარს მიაგე ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი აქ. შენი ლოცვა მუდამ მესმის და უფალს ვავედრებ შენს თავს. ჯერ ირგვლივ დაკრძალული შენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობდი - მათთვის ცოდვათა შენდობა გამოვითხოვე; შემდეგ კი უფალს ვევედრე, რომ შენი ძე, იოანე, შერთვოდა ანგელოზთა დასს და მარადიული მეუფის მსახური გამხდარიყო. ხედავ მის დიდებას? იგი დღეს ღვთის საყდრის წინაშე დგას. ასე მწარედ რამ დაგამწუხრა? ნუთუ არ გსურს, იოანე ამ ნეტარებით ტკბებოდეს? თუ ასეა - დაიბრუნე”! ამ სიტყვებით ყმაწვილი იოანე ყელზე შემოეჭდო უარს და შეევედრა: ”ნუ მიმცემ დედას, თუმცა მთელი გულით მიყვარს იგი; ნუ დამაბრუნებ მშფოთვარე და გარყვნილ წუთისოფელში; სამუდამოდ შენთან დამტოვე”! შემდეგ კი კლეოპატრას მიმართა: ”რა გატირებს, დედა? თუ გიყვარვარ, ჩემი ბედნიერებით გაიხარე: მე ყოველთა წმიდათა თანამკვიდრი და ზეციური მეუფის მხედარი ვარ”! აქამდე დადუმებულმა კლეოპპატრამ ახლა კი ღაღდ-ჰყო: ”ნეტარო სულებო, სასუფევლის ახალო მკვიდრნო, მეც თქვენთან წამიყვანეთ, მეც მაგემეთ ანგელოზებრივი ნეტარება”. მაგრამ წმიდა უარმა უპასუხა: ”ჯერ მშვიდობით იცხოვრე. მოვა დრო, როცა უფალი შენც გიბრძანებს ზეცად ამაღლებას. აქ შენთვის ასეთივე სავანეა განმზადებული”. ამ სიტყვებზე წმინდანები გაუჩინარდნენ და კლეოპატრასაც გამოეღვიძა. გამოუთქმელი სიხარულით აღსავსემ, ეპისკოპოსს ამცნო თავისი ხილვის შესახებ და იოანე პატივით დაკრძალა უარის გვერდით. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება წმიდა სავანეებს და გლახაკებს დაურიგა. წმიდა უარის ტაძართან სენაკი მოაწყო და დაუდუმებელ ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ლოცვის დროს მას ხშირად ეცხადებოდა ზეციურ დიდებაში მყოფი უარი, ხელში ყრმა იოანეთი. შვიდი წლის მართალი ცხოვრების შემდეგ კლეოპატრამ თავადაც სული უფალს მიაბარა (+დაახლ. 327 წ.).

 

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი, ქრისტეს აღსარებისთვის IV საუკუნის პირველ ნახევარში, საპორ II-ის ზეობისას დასაჯეს სიკვდილით, 128 მართლმორწმუნესთან ერთად. მათ შესახებ მოთხრობილია 20 თებერვლის საკითხავში.

day_icon   ღირსი იოანე რილელის, დიდი ბულგარელი მამის უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოგოში 1238 წელს იქნა გადასვენებული. წმინდანის ცხოვრება მოთხრობილია 18 აგვისტოს საკითხავში.
day_icon   

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.

უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.

ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზის იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რმაეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (