მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 23-ე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - ეფ. 220 დას. II, 4-10. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2

day_icon   

ხსენება მოწამისა იოთამ ზედგენიძისა, მეფისათვის თავდადებულისა (1465);  მღვდელმოწამისა ზინობისა, ეგეას ეპისკოპოსისა, და დისა მისისა მოწამისა ზინობიასი (+285); მოციქულთა: ტერტისა, მარკოზისა, იუსტისა და არტემისა, სამოცდაათთაგანთა (+I); მღვდელმოწამისა მარკიანესი(მარკელესი), სიცილიელი ეპისკოპოსისა (+II); მოწამისა ევტროპიასი (+დაახლ. 250); მოწამისა ანასტასია თესალონიკელისა (+III)

 

     წმინდა მოწამე იოთამ ზედგენიძე

 

მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი, და ზინობია - და-ძმანი იყვნენ. მართლმორწმუნე მშობლების მიერ ღვთისმოშიშებით აღზრდილმა და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. წმინდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისაგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმინდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ - გთავაზობ: სიცოცხლეს - თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს - თუ არ სცემ თაყვანს“. ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე, ქრისტეს გარეშე, სიცოცხლე კი არა, - სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.

ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ ამხილა მტარვალთა სისასტიკე და თამამად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმინდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.

 

წმინდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმინდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმინდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. „ყოვლითა სიკეთითა და საღმრთო-სამჴედროთი სრულმან და აღმკულმან“ თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს „განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი“.

ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი, ყვარყვარე, მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა, ბაგრატმა, იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი.

1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, „რათა შურ-აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინნეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი“. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო მეფის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემან არა ირწმუნა“, - წერს ვახუშტი „ქართლის ცხოვრებაში“, - „ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა“. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“.

დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმინდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა.

ღვთივდადგენილი უფლის ცხებული მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (