მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე. ხმა მე-4. საკ.: ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.

day_icon   

ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (+1227); მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანთა (+I); მოწამისა ეპიმაქესი (+დაახლ. 250); ღირსისა მავრასი (+V)

* მეტეხის ხიდზე, წირვის შემდეგ, სრულდება პარაკლისი. 





ქრისტიანულ საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის (ხს. 1/14 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს), გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა.

ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: ”ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი”. სჯულის დავიწყებისთვის ღმერთმა სასტიკი სასჯელი მოუვლინა ერს:

ჩინგიზ ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი, ჯალალედინი, დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული, რუსუდანი, განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. მეწინავე რაზმს, რომელსაც მოწამე შალვა ახალციხელი (ხს. 17/30 ივნისს) და მისი ძმა, ივანე, სარდლობდნენ, ქართველთა ლაშქრის მთავარსარდალმა, ივანე ათაბაგმა, მაშველი არ გაუგზავნა. ათაბაგმა ”შურითა ჰყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა, - წერს ”ქართლის ცხოვრების” მემატიანე. ივანე მოკლეს, შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს და ერთი წლის შემდეგ წამებით ამოხადეს სული. გავიდა ხანი. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი, ავაგ მხარგრძელი, იხმო და შესთავაზა: ”აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი”.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: ”არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად”, ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისაკენ დაიძრა.

ბრძოლის პირველ დღეს ”ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა”, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

”ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა? - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინლეს სისხლიან დღეზე, - ”ჩჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳივდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის”. სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები. ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ, ”ყვირილითა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი”. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

სულთანმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა, ზედ თავისი ”ბილწი საჯდომელის” დადგმა. მერე კი ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს ”დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა”. ვინც ამას არ აღასრულებდა, ”წარკუეთა თავთა” ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის ”ქებით აღესრულების” მათ სამშობლოში.

day_icon   

 

 

 

 

 

 

წმიდა მოციქული არისტობულე,სამეოცდაათთაგანი

 

წმიდა სამეოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქე, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, ასელი და არისტობულე

წმიდა სტაქე (რომ. 16, 9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ იგი 16 წლის მანძლზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით აღესრულა. წმიდა ამპლია (რომ. 16, 8) ქალაქ დიასპოლიის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათონის ეპისკოპოსი იყო, აპელი - თრაკის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16, 10) ბიზანტიის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხ. 16 მარტის საკითხავში).

 

წმიდა მოწამე ეპიმაქე პელუსის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს (მის შესახებ იხ. 11 მარტის საკითხავში).

 

ღირსი მავრა კონსტანტინეპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (