მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული. შაბათი. ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - აღმს. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 64 დას. XII, 8-12. რიგ. - 2 კორ. 178 დას. V, 1-10. ლკ. 22 დას. VI, 1-10.

day_icon   

ხსენება მღვდელმთავრისა პავლესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა, აღმსარებელისა (+350); მოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (+III); ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (+დაახლ. 800-820)

 

წმინდა პავლე, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი, კონსტანტინეპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანცი, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინეპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩამოვიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი დაადგინეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.

ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანცის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.

იმპერატორმა კონსტანტიმ თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანცის წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი, კეთილმსახური იმპერატორი, კონსტანტი, ღალატით მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზაში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღმრთო ლიტურღიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმინდანი ომოფორით მოახრჩეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმინდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოაბრძანა კონსტანტინეპოლში. 1326 წელს სიწმინდე ვენეციაში გადაასვენეს.

წმინდა პავლე, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი, კონსტანტინეპოლის ეკლესიის


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (