მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - ლკ. 63 დას. XII, 2-12. ლიტ. - დიდმოწ. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.

day_icon   

ხსენება წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა, ურმის თავსა შესვლა (+303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა (იროდიონისა), სოსიპატრესი, კუარტისა (კვარტისა) და ტერტისა, სამოცდაათთაგანთა (+I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (+304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (+341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმბოლელისა




 

ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმინდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმინდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმინდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა წმინდა დიდმოწამის სიყვარული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (