მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 22-ე შვიდეული. შაბათი. მიცვალებულთა ხსენება* ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 178 დას. V, 1-10. ლკ. 29 დას. VII, 1-10. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.

day_icon   

ხსენება მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპისკოპოსისა, სასწაულთმოქმედისა (+დაახლ. 167); შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი, კონსტანტინესი და იოანესი (+დაახლ. 250; +408-450); მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (+II-III).

დღესასწაული ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა


* გარდამავალია, აღინიშნება წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (26.X) წინა შაბათ დღეს, რის გამოც, დიმიტრის შაბათსაც უწოდებენ. თავდაპირველად იგი დაწესდა რუსეთის ეკლესიაში კულიკოვოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად. მოგვიანებით რუსეთის ეკლესიამ იგი მიცვალებულთა საყოველთაო დღედ გადააქცია. საბერძნეთში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, იერუსალიმში და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ სრულდება. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ხანაში, როდესაც ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიამ შეიერთა (1816-1917 წწ-ში), რუსული საეკლესიო ჩვეულებები საქართველოშიც გავრცელდა. მათ შორისაა დიმიტრის შაბათის აღნიშვნაც. ეს ტრადიცია საქართველოში დღემდე შემორჩა.

 

წმინდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი, თავდაპირველად, თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების მოსაქცევად. ერთხელ, წმინდანის წინაშე ანგელოზი წარდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარი და წმინდა ამბერკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმინდა ამბერკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუ სარწმუნოება. უსჯულოები კიდევ უფრო გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმინდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმინდა ამბერკის და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმინდა ნათლისღებისთვის მომზადებულიყვნენ.

ამ დღიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბერკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმინდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმინდა ამბერკის თხოვნით თითოეული  იერაპოლელი გლახაკისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო.

გარდა იერაპოლისა, წმინდა მღვდელმთავარი ამბერკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში. სადაც ურიცხვი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე. დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთა სწორი უწოდეს. წმინდა მამა მრავალი წლის მანძილზე იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისგან, განამტკიცებდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას, გზაშეცდომილებს წრფელ გზაზე აყენებდა, სნეულებს კურნავდა. დაახლოებით 167 წელს, სამოცდათორმეტი წლის ასაკში, მან სული უფალს შეჰვედრა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (