მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 22-ე კვირიაკე. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - გალ. 215 დას. VI, 11-18. ლკ. 83 დას. XVI, 19-31. მოც. - გალ. 200 ფას. I, 11-19. მთ. 56 დას. XIII, 54-58.

day_icon   

ხსენება მოციქულისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 63); ეგნატე I-სა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+877, +878).






მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ პეტრე მოციქულთან ერთად, ეკლესიის ბურჯებად იწოდებიან იაკობ და იოანე მოციქულებიც. წმიდა იაკობი მართალი იოსების შვილი იყო პირველი ცოლისგან და ამიტომაც იწოდება უფლის ხორციელ ძმად. გადმოცემის თანახმად, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, გამოეცხადა მას აღდგომის შემდეგ და იერუსალიმის ეპისკოპოსად დაადგინა. ამგვარად, იაკობ მოციქულს მოღვაწეობის განსაკუთრებული სახე ხვდა წილად: იგი არ მოგზაურობდა და არ ქადაგებდა ქვეყნიდან ქვეყანაში, არამედ მოძღვრავდა და მღვდელმსახურობდა იერუსალიმში, ქტრისტიანული სამყაროსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ადგილას. როგორც იერუსალიმის ეკლესიის თავი, იგი თავმჯდომარეობდა მოციქულთა კრებაზე, 51 წელს.

მოციქული იაკობი მკაცრი მოღვაწე იყო: იგი თავიდანვე ქალწულებრივად ცხოვრობდა, არ სვამდა არც ღვინოს და არც რაიმე სხვა სპირტიან სასმელს, თავს იკავებდა ხორცისგან და მხოლოდ ხამლის სამოსს ატარებდა. ჩვეულებად ჰქონდა ლოცვისას ტაძარში განმარტოება, სადაც მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს თავისი ხალხისთვის. მუხლმოდრეკით ლოცვისაგან მუხლებზე კანი სულ გაუხეშებული ჰქონდა.

იაკობ მოციქულს რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა, - ქრისტიანთა მძვინვარე მტრების გარემოცვაში, მაგრამ ისე გონივრულად და სამართლიანად იღწვოდა, რომ მას პატივს სცემდნენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ - იუდეველებიც და ხალხის საყრდენსა და მართალ ადამიანს უწოდებდნენ.

იაკობ მოციქული 30 წლის განმავლობაში იყო იერუსალიმის ეპისკოპოსი და ამ ხანში მან ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია იერუსალიმი და მთელი პალესტინა.

დაინახეს რა იაკობ მოციქულის ამგვარი გავლენა, იუდეველთა მთავრები შეშფოთდნენ. მათ ისარგებლეს პროკურატორ ფესტუსის დროებითი არყოფნითა და მის ადგილას ალბინოსის მოსვლით და გადაწყვიტეს, იაკობ მოციქული მიედრიკათ ქრისტესაგან, ან მოეკლათ.

იმ დროს მღვდელმთავრად ურჯულო სადუკეველი ანანი იყო. ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, დიდძალი ხალხის თანდასწრებით, იაკობ მოციქული იერუსალიმის ტაძრის მაღალ სახურავზე აიყვანეს ასე მიმართეს: ”ჰოი, მართალო კაცო! შენი ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს! ეს ხალხი კი, რომელიც ჯვარცმულ იესოს შეუდგა, ღრმად შემცდარია. ამიტომ გევედრებით, გვითხარი ჩვენ ჭეშმარიტება, თუ რას ფიქრობ შენ იესოს შესახებ!

ამაზე წმიდა იაკობმა მაღალი ხმით მიუგო:რად მეკითხებით მე შესახებ ძისა კაცისა და ძისა ღმრთისა, რომელმაც ნებაყოფლობით დაითმინა ვნება, ჯვარცმა, სიკვდილი, საფლავად დადება, და რომელიც მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით? აწ იგი ცათა შინა მჯდომარე არს მარჯვენით ღმრთისა და კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა.

როცა მართალი კაცის ასეთი მოწმოა მოისმინა უფალ იესო ქრისტეზე, ხალხმა გაიხარა და ხმამაღ ღაღადი დაიწყო:

- დიდება ღმერთს! ოსანნა დავითის ძეს!

მაშინ გაბოროტებულმა ფარისევლებმა და სადუკევლებმა ხელი ჰკრეს წმიდა იაკობ მოციქულს და ტაძრის სახურავიდან ძირს გადმოაგდეს, რათა ყველას შეშინებოდა და აღარ ერწმუნა წმიდანის სიტყვები.

- აი, მართალი კაციც ცდება! კეთილმსახურიც ცთუნებულა და სხვებსაც აცთუნებს! - გაჰვიროდნენ ისინი.

ტაძრის მაღალი სახურავიდან გადმოვარდნილი იაკობი ძლიერ დაიმტვრა, მაგრამ ჯერ ცოცხალი იყო. მან დიდი გაჭირვებით შეძლო მუხლის მოდრეკა და უფალს შეჰღაღადა: ”უფალო იესო! შეუნდე ამათ ცოდვა ესე, რამეთუ არა უწყიან რასა იქმან!

ფარისევლები და მწიგნობრები ქვებს ესროდნენ წმიდანს. ამ დროს ვინმემ, რექაბის ტომიდან, შესძახა: შეჩერდით, რას შვრებით?! ეს მართალი კაცი ჩვენთვის ლოცულობს, თქვენ კი ქოლავთ?!მაგრამ, უცებ, ვიღაც კაცი დიდი არგნით ხელში გააფრთებული მიეჭრა წმიდანს და ისეთი ძალით ჩასცხო თავში, რომ მოციქულის ტვინი მიწაზე დაითხია და წმიდა იაკობმა სული უფალს მიაბარა.

იაკობ მოციქულის წმიდა სხეული იქვე დაკრძალეს, იერუსალიმის ტაძრის კედელთან. მორწმუნები ცხარედ დასტიროდნენ თავის მღვდელმთავრსა და მწყემსს.

წმიდა იაკობ მოციქული, ხორციელი ძმა უფლის, იერუსალიმის მღვდელმთავარი, 66 წლის ასაკში ევნო ქრისტესთვის, რომელსა შვენის პატივი, დიდება და თაყვანისცემა თანა-მამით და სულიწმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (