მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 თეს. 263 დას. I, 6-10. ლკ. 55 დას. XI, 1-10. მოწ. - ეფ. 224 დას. (შუათგან), IV, 7-13. მთ. 34 დას. (შუათგან), X, 1-8.

day_icon   

მოწამეთა: მარკიანესი და მარტვირისა (+დაახლ. 355); მოწამისა ანასტასისა (+III); მართლისა ტაბითასი (+I)


წმინდა მოწამენი, მარკიანე და მარტვირი, კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი - იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმინდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6/19 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილებასაც აღასრულებდნენ - მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.

მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმინდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: „უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო“. ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმინდა ცხედრები მართლმადიდებლებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმინდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის, დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმინდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (