მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 37-ე შვიდეული.პარასკევი.ხმა მე-3. მარხვა.ხსნილია თევზით. საკ.: ცისკ. - ინ. 36 დას. X, 9-16. ლიტ. - წმ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. მთ. 11 დას. V, 14-19.

day_icon   

კრება მსოფლიო მოძღვართა და დიდთა მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (XI); ხსენება მღვდელმოწამისა იპოლიტესი, რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III); ღირსისა ზენონისა, ბასილი დიდის მოწაფისა (V)




 

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1/14 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს/7 თებერვალს), სხვები კი - იოანე ოქროპირს (ხს. 13/26 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიქმნა.

ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს, ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  ხუთშაბათი 21/9/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ფილ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ხსენება წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე) და გიორგი-იოანესი (მხეიძე).