მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ხორციელის სამშაბათი. ხმა 1. საკ.: ლიტ. - 1 ინ. 72 დას. III, 10-20. მკ. 64 დას. XIV, 10-42 (სამშ.). 1 ინ. 73 დას. III, 21 - IV, 6. მკ. 65 დას. XIV, 43 - XV, 1 (ოთხშ.). მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. ლკ. 51 დას. (შუათგან), X, 19-21.

day_icon   

ხსენება მოწამისა ტრიფონისა (+250); მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი (+202-203); ღირსისა პეტრე გალატიელისა (+429); ღირსისა ბენდიმიანესი, ბითვინიელი მეუდაბნოისა (+დაახლ. 512)

მიგებების წინადღესასწაული.




წმიდა მოწამე, ტრიფონი, ფრიგიის ქალაქ აპამეის მახლობლად, სოფელ კამპსადაში დაიბადა. უფალმა მას სიყრმეშივე მიანიჭა ეშმაკთა განსხმისა და სხვადასხვა სნეულებათა კურნების ნიჭი. ერთხელ, კამპსადას პურის ყანებს მავნე მწერები შეესია და განადგურებას უქადდა მთელს მოსავალს. ტრიფონმა ლოცვის ძალით განასხნა ისინი და თანასოფლელები შიმშილობისგან იხსნა; ამ დროს რომში მეფობდა გორდიანი, რომელსაც ეშმაკეული ასული ჰყავდა. ქალწულში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა, ღვთის ნებით, შესძახა: „ვერავინ განმდევნის ტრიფონის გარდა“. როცა მეფის მსახურებმა მოძებნეს ყრმა და მასთან ერთად რომში ბრუნდებოდნენ, ეშმაკმა შესძახა: „არ შემიძლია აქ გაჩერება, ტრიფონი ახლოვდება!“ და დატოვა ასული. გახარებულმა გორდიანმა სთხოვა წმინდანს, ხილულად ეჩვენებინა მისთვის ეშმაკი. ტრიფონმა გააძლიერა ლოცვა, მეშვიდე დღეს კი სულიწმიდის მადლით აღვსილმა დემონს უბრძანა: „ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ხილულად ეჩვენე აქ მყოფთ, გამოაჩინე შენი საძაგელი, ურცხვი სახე და გვიჩვენე შენი უძლურება!“ იმავ წამს გამოჩნდა ეშმაკი, ცეცხლოვანთვალებიანი შავი ლეკვის სახით, რომელიც თავს მიწაზე მოათრევდა. მეფე და მისი მხლებლები შეძრწუნდნენ. მრავალმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა;

წმინდანი ყველა გაჭირვებულს უანგაროდ ეხმარებოდა. ერთადერთი, რასაც საზღაურად ითხოვდა, იესო ქრისტეს რწმენა იყო.

როცა ტახტზე ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი, დეკიუსი (249-251), ავიდა, ეპარქ აკილინეს მოახსენეს, ტრიფონი უშიშრად ქადაგებს ქრისტიანობას და მრავალს მოაქცევს თავის რჯულზეო. წმინდანი შეიპყრეს. დაკითხვაზე მან მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, მაგრამ მარტვილს ერთხელაც არ დაუკვნესია. ბოლოს მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინ წმიდა ტრიფონმა შესთხოვა უფალს, განსაკუთრებული მადლი მიენიჭებინა მათთვის, ვინც მის სახელს შემწედ მოუხმობდა. ქრისტეს ტარიგმა, მანამ, სული უფალს მიაბარა, სანამ ჯალათი აღმართულ მახვილს დაჰკრავდა. ეს მოხდა ნიკეაში, 250 წელს. წმინდანის ნაწამები სხეული ქრისტიანებმა შესუდრეს და სურდათ, ნიკეაშივე დაეკრძალათ, მაგრამ ტრიფონი გამოცხადებით ეჩვენა მათ და ითხოვა, თავის მშობლიური სოფლის, კამპსადას მიწისთვის მიებარებინათ. ღვთისმოყვარე ადამიანები ასეც მოიქცნენ.

შემდგომში წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი რომში წააბრძანეს.

ტროპარი, ჴმა დ

მოწამემან შენმან, უფალო, მოიგო ტრიფონ ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

ტროპარი წინა-დღისა, ხმა ა

 

ზეცისა ანგელოსთა გუნდნი მოიწივნეს ქუეყანად, და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა, წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა, დედისაგან უქორწინებელისა, და ჩუჱნთანა უგალობენ ანგელოსნი წინა-დღსასწაულსა ამას, ყოვლად საკვირველსა საკვირველებათასა.

კონდაკი, ჴმა ჱ

სამებისა მიმართ სიმტკიცითა სიმრავლენი ღმერთთანი დაჴსნენ, და ქუჱყანასა ზედა ქრისტეს მიერ პატიოსან იქმენ ყოვლად ქებულო, და სძლე მძლავრსა მას, და ქრისტეს მაცხოვრისაგან გვირგვინოსან იქმენ, და წამებისა შენისა მიერ განშვენდი, და მოგეცა უფლისა მიერ საღმრთო ნიჭი კურნებათა, ვითარცა პატიოსანსა მოწამესა.

მეორე კონდაკი წინა-დღსასწაულისა, ჴმა 5

 

მამისა თანა სიტყვა უხილავი, აწ უკუჱ იხილვების ჴორცითა, გამოუთქმელად ქალწულისაგან შობილი, და ჴელთა ზედა მოხუცებულისათა მიიცემის, თაყვანის ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუჱნსა.

 

 

 

წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმინდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან, ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც, ასევე, ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.

 

 

პეტრე გალატელი ცხრა წლის იყო. როდესაც ღვთის სიყვარულისთვის ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ჯერ იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმინდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელს გარდაიცვალა, 90 წლის ასაკში.

 

 

ღირსი ბენდიმიანე მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს. 14 (28) თებერვალს) მოწაფე იყო. წმინდანი ავქსენტის მიერ ქალკედონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც 42 წლის მანძილზე თავისი მოძღვრის კელიაში, ერთი კლდის ნაპრალში მოსაგრეობდა და უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიიღო. წმიდა ბენდიმიანე გარდაიცვალა 512 წელს.


right_bar_header

<  პარასკევი 24/2/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
ყველიერის შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - ზაქ. VIII, 7-17. მწუხ. - ზაქ. VIII, 19-23.
ხსენება მღვდელმოწამისა ვლასისა; მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა.