მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ხორციელის ხუთშაბათი.ხმა 1. საკ.: ლიტ. - 1 ინ. 74 დას. IV, 20 - V, 21. მკ. 66 დას. XV, 1-15. მართლ. - ებრ. 321 დას. (შუათგან), IX, 11-14. ლკ. 8 დას. II, 25-38.

day_icon   

ხსენება სვიმეონ ღმრთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (+X ს. ქრისტეს ხორციელად შობამდე); მოწამეთა: პაპისა, დიოდორესი და კლავდისი (+250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (+დაახლ. 308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (+III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (+1912)

მიგებების შემდგომი დღესასწაული.





 

საღვთო გარდამოცემის თანახმად, სვიმეონ მართალი იყო ერთ-ერთი, იმ სამოცდაათი მთარგმნელიდან რომლებმაც, ეგვიპტის გამგებლის, პტოლემეოს ფილადელფოსის (ძვ. წ-აღ. 287-247 წწ.), ბრძანებით, 72 დღეში ებრაულიდან ბერძნულად, თარგმნეს წმიდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა, სამოცდაათის თარგმანი, ეწოდა). წმიდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. როდესაც იგი იმ ადგილამდე მივიდა, სადაც წინასწარმეტყველი ამბობს: ”აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე” (ესაია, 7, 14), მან, თავდაპირველად, სიტყვა ”ალმა”, რაც ებრაულად ნიშნავს როგორც ქალწულს, ასევე - ახალგაზრდა ქალს, ბერძნულად გადათარგმნა, როგორც: ”parqenos” (პართენოს), ანუ - ”ქალწული”; მაგრამ უცებ შეცბა, როგორ შეძლებსო ქალწული შობას, და მოინდომა სიტყვის - ” parqenos” (ქალწული) - გადაფხეკა და მის ნაცვლად ”დედაკაცის” ჩაწერა. მართალი სვიმეონი შეაჩერა ანგელოზმა, რომელმაც აუწყა, რომ იგი არ გარდაიცვლებოდა მანამ, სანამ თავის თვალით არ იხილავდა იმ ქალწულსაც და მისგან შობილ ჩვილსაც. გაიარა წლებმა, ათწლეულებმა, ასწლეულებმა... წავიდა ერთი თაობა, მოვიდნენ სხვა, უცნობი თაობები... მართალ სვიმეონს ანგელოზის სიტყვები აძლევდა ძალას, მოთმინებით ეზიდა ცხოვრების ტვირთი. მან ძალიან დიდხანს, დაახლოებით სამი საუკუნე იცოცხლა. ბოლოს, მოვიდა დრო და წმიდა სვიმეონს ეუწყა ანგელოზისგან, წასულიყო ტაძარში, რადგან მოიწია ჟამი და მოვიდა გამტევებელი მისი... წმიდა სვიმეონი მაშინვე ტაძრისკენ გაიქცა და იხილა ჩვილი იესო, ყოვლადწმიდა მარიამთან, მის დედასთან, და იოსებთან ერთად, ”მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქვა: აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშჳდობით; რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა, 2, 28-32).

 

ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამსა და იოსებს გაუკვირდათ მოხუცებული მართალი იოსების სიტყვები. წმიდა იოსებმა ისინიც დალოცა, ყოვლადწმიდა მარიამს კი ბოლოს ტანჯვა უწინასწარმეტყველა: ”და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი” (ლუკა, 2, 35)... რადგან იხილავდა იგი თავის ძეს ჰურიათაგან ჯვარცმულს და მას, ვინც ტკივილს გარეშე შობა, მწუხარებით გააცილებდა ამ ქვეყნიდან. ამ დღის შემდეგ, მართალი იოსები მალევე გარდაიცვალა.

 

ტროპარი დღსასწაულისა

 

გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მჴსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუჱნი, იხარებდ შენდა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩუჱნთა, რომელი მოგვანიჭებს ჩუჱნ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი წმიდისა სვიმეონისა, ჴმა დ

 

მოხუცებული დღეს განჴსნასა ევედრების საკრველთაგან ამის ჴორციელისა ცხოვრებისათა, და ქრისტესა მიიქუამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.

 

day_icon   

წმიდა წინასწარმეტყველი ანა, ფანოელის ასული, წარმოშობით, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ 7 წელი გაატარა ქმართან; დაქვრივების მერე კი არ სცილდებოდა ტაძარს და ლოცვითა და მარხვით, დღითა და ღამით, მსახურებდა უფალს. 84 წლის ასაკში იგი ღირს-იქმნა, ეხილა ჩვილი იესო, რომელიც, მოსეს სჯულის თანახმად, როგორც სიყრმის ძე, მიყვანილ იქნა ტაძარში, უფლისთვის შესაწირად. ანა წინასწარმეტყველი, სვიმეონ ღვტისმიმრქმელთან ერთად, ადიდებდა უფალს და ”ეტყოდა მისთჳვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალემს შინა”.

ანა წინასწარმეტყველი მოიხსენიება, ასევე, 28 აგვისტოს (10 სექტემბერს).

 

 

 

წმიდა ვლასი კესარიელი - ვუკოლი - წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია) იყო და მწყემსობით ირჩენდა თავს (”ვუკოლი”, ბერძნულად, მწყემსს ნიშნავს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა ვლასი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს: ხარის ძარღვებით გვემეს, შემდეგ კი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩააგდეს... ღვთის ნებით, წმინდანი უვნებლად გადარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრება ირწმუნეს იესო ქრისტე. მმართველს უნდოდა, შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, რომ წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო წმინდანს; გონებადაკარგული ქვაბში გადაეშვა და მაშინვე სული განუტევა. წმიდა ვლასიმ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იგი მშვიდობით მიიცვალა. წმიდა ვლასის მიცვალების შემდეგ, მისი კომბალი მიწაში ჩაარჭვეს. კომბალმა ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით დაფარა იმ ტაძრის საკურთხეველი, რომელშიც მისი წმიდა ნაწილები იყო დასვენებული.

day_icon   

წმიდა მოციქულთასწორი ნიკოლოზი, იაპონიის ეპისკოპოსი (ერობაში - ივანე დიმიტრის ძე კასტკინი), დაიბადა 1836 წელს, სმოლენსკის გუბერნიაში, დიაკვნის ოჯახში. იგი ხუთი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მომავალი წმინდანი, საფუძვლიანი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, 1860 წელს ბერად აღიკვეცა


ნიკოლოზის სახელით. მალე წმიდა ნიკოლოზი მღვდელ-მონოზვნად აკურთხეს და საკუთარი სურვილის თანახმად, იაპონიასი გაამწესეს, ქ. ხაკოდატის საკონსულო ტაძრის წინამძღვრად.

 

თავდაპირველად, იაპონიასი სახარების ქადაგება წარმოუდგენელი ჩანდა. თვად მამა ნიკოლოზის სიტყვებით, ”მაშინდელ იაპონელებს უცხოელები მხეცებად მიაჩნდათ, ქრისტიანობა კი ავაზაკთა ეკლესიად, რომელშიც შეიძლება მხოლოდ ბოროტმოქმედები და მისნები იმყოფებოდნენ”. რვა წლის განმავლობაში წმინდანი ეცნობოდა უცხო ქვეყანას, ენას, იმ ხალხის ზნე-ჩვეულებებს, რომელთა შორისაც უწევდა ქადაგება. 1868 წელს მამა ნიკოლოზის სამწყსო უკვე ოცამდე იაპონელს ითვლიდა. 1869 წელს

 

 

 

წმიდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა გვარის ჩამომავალი, პოლიცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. მეუფის კათედრა, თავდაპირველად, პოლიცკში იმყოფებოდა, ამგრამ ლიტველი მთავრის მტრულმა გამოხდომებმა და შფოტმა, 1263 წელს კი - პოლიციის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ, წმინდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერში გადაეტანა (ტვერელი მთავარი, იაროსლავ იაროსლავის ძე, ამ დროს რუსეთის დიდი მთავარი გახდა და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირცია).

 

ნეტარი სვიმეონი, შემწყნარებელი და მოწყალე ხასიათის მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისტორიამ შემოგვინახა წმინდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და სადილობის დროს მღვდელმთავრისთვის უკითხავს: ’სად მოხვდებიან მსაჯულები იმქვეყნად?” სვიმეონს უპასუხია: ”მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება”. კონსტანტინეს არ მოსწონებია პასუხი: ”მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს ირებს, ხალხს ტანჯავს, მე კი რას ვაკეთებ ცუდს?” ”თუ მთავარი კეტილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყავრება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოსიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე ადამიანს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ებრალება და ობლებზე და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და განუსჯელ ადამიანს აირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან სარგებელი მიიღოს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც”, - განუმარტავს ღირს მამას.

 

წმიდა სვიმეონი გარდაიცვალა 1289 წლის 3 თებერვალს.

 


right_bar_header

<  პარასკევი 24/2/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
ყველიერის შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - ზაქ. VIII, 7-17. მწუხ. - ზაქ. VIII, 19-23.
ხსენება მღვდელმოწამისა ვლასისა; მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა.