მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ხორციელის შაბათი.ხმა 1. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 146 დას. X, 23-28. ლკ. 105 დას. XXI, 8-9, 25-27, 33-36. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.

day_icon   

ხსენება მოწამისა აღათია სიცილიელისა (+251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (+დაახლ. 304); მღვდელმთავრისა თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (+1696)


მიცვალებულთა ხსენება






წმინდა მოწამე, აღათია, სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება – პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა, კვინტიანმა, და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმინდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ცდილობდნენ, აღათია ნაირ-ნაირი ტანსაცმლით, საჭმელ-სასმელით, გასართობებით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო არანაირ ფანდზე არ ეგებოდა, ზიზღით უარყოფდა ყოველგვარ სიტკბოებას და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. კვინტიანთან დაკითხვაზე, იგი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით უჯიჯგნეს მკერდი, შემდეგ კი ჩამოათალეს. საპყრობილეში წმინდა მოციქული პეტრე გამოეცხადა მარტვილს და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანს და მოსთხოვეს, შეეწყვიტათ წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

უსჯულო კვინტიანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. როცა იგი წმინდა მოწამის სიმდიდრის დასაუფლებლად ტივით მიცურავდა პანორმისკენ, უეცრად გაავებული ცხენები მისცვივდნენ: ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი დატორა და მდინარეში ჩააგდო.

წმინდა აღათიას საფლავზე ტაძარი ააგეს, მის ლუსკუმაზე კი დაასვენეს ფლასები, რომლითაც იმოსებოდა მდიდარი, მაგრამ მეტად მოკრძალებული და თავმდაბალი ქალწული. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა მდინარესავით გადმოიფრქვა და წალეკვითა და გადაბუგვით ემუქრებოდა მთელ ქალაქს. თავზარდაცემული კატანელები, ღვთის შეწევნის იმედით, წმინდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, ფარივით იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ალის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული: უეცრად ცეცხლოვანმა ლავამ უკან დაიხია, ჩაცხრა და გაცივდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 21/7/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 139 დას. VII, 35 - VIII, 7. მთ. 63 დას. XV, 29-31. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.
ხსენება მოწამისა მირდატ მეფისა (410); დიდისა მოწამისა პროკოპი პალესტინელისა (303). გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ქალაქსა ყაზანს (1579).