მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ხორციელის კვირიაკე. ხმა მე-2. ხორცის აღება. საკ.: ცისკ. - სახ. მე-2, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - 1 კორ. 140 დას. VIII, 8 - IX, 2. მთ. 106 დას. XXV, 31-46.

day_icon   

ხსენება  ღირსისა არსენ იყალთოელისა (+1127); ღირსისა ვუკოლესი, სმირნელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 100); ღირსთა: ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველისა (+VI); ფოტი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+891); მოწამეთა: დოროთეასი, ქრისტინესი, კალისტასი და თეოფილესი (+288-300); მოწამისა ივლიანესი (+312); მოწამეთა: ფავსტასი, ევილასესი და მაქსიმესი (+305-311); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ღირსმოწამისა ლიკარიონ ყრმისა




ღირსი მამა, არსენ იყალთოელი, XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. მისი დაწვრილებითი ცხოვრება ჩვენამდე არ შემონახულა. ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა (ხს. 18 იანვარს). მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება მიუღია კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში; აქვე უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის ”ხრონოგრაფი”, რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში, არსენ იყალთოელმა თარგმნა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში ”დოგმატიკონი” ეწოდება. მოგვიანებით იგი თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით. სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ, არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

 

1114 წელს არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას მან თარგმნა ”დიდი სჯულის კანონი”. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვინმე გრიგოლ ჩახრუხაჲსძე ამბობს: ”გულმოდგინებითა გადავწერე თჳსითა ჴელითა ქრისტიანებთა წინამძღუარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავსმდებლისა არსენი იყალთოელის თარგმნილი”. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია. არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას.

 

”ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი” არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის, გვერდით.

 

 

ღირსი მამა, ვუკოლე, სმირნის ეპისკოპოსი, წმიდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო. იოანე ღვთისმეტყველმა დაასხა მას ხელი და დაადგინა სმირნის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

 

ღვთის მადლით, ღირსმა ვუკოლემ უამრავი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და მონათლა და, როგორც გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი, თავის სამწყსოს ერესის წყვდიადისაგან იცავდა. დაახლოებით 100-105 წლებში ვუკოლემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. თავისი სამწყსო მან გადააბარა წმიდა პოლიკარპე სმირნელს, ცნობილ მოღვაწეს, რომელიც, ასევე, წმიდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო (ხს. 23 თებერვალს/8 მარტს). წმიდა ვუკოლეს საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა.

 

 

ტროპარი, ჴმა დ

 

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამის-თჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლეჲ და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ვუკოლე, ევედრე ქრისტსა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.


კონდაკი


სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო არსენი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 


right_bar_header

<  კვირა 30/4/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირიაკე. საკ.: ცისკ. - სახ. მე-3. მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - საქ. 16 დას. VI, 1-7. მკ. 69 დას. XV, 43 - XVI, 8. ჯვრის - I კორ. 125 დას. I, 18 - II, 2. ინ 60 დას. XIX, 6-11, 13-20, 25-28, 30-35.
აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაჲ*; ხსენება წმ. მენელსაცხებლე დედათა - მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართლისა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თა