მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ყველიერის ორშაბათი. ხმა მე-2. მსგეფსი ხსნილია ყოვლითურთ. ლიტ.: ლიტ. - 3 ინ. 76 დას. I, 1-15. ლკ. 96 დას. XIX, 29-40; XXII, 7-39. წმ. მეფ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9.

day_icon   


ხსენება წმიდისა მეფისა სოლომონ II-ისა, სამშობლოსათვის თავდადებულისა (1815); ღირსისა პართენი ლამფსაკიელი ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა ლუკა ელადელისა (+დაახლ. 946); ათას-სამთა ნიკომიდიელ მოწამეთა (+303)

 








წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის (+1784), ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის მეფისერეკლე II-ის (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა, ღვთის განგებით, სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე, - სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითი არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისამებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე  დავით არჩილის ძე - წმიდა მეფე სოლომონ II - ავიდა.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა: მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის, გრიგოლ დადიანის, ასული; მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო, ხოლო ქართლ-კახეთის სამეფოსთანსისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილება. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით, მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც ცდილობდა. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი სოლომონი კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის გათავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა. . გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი სოლომონი კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის გათავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა.იგი ცდილობდა span style="FONT-FAMILY: Sylfaen; mso-bidi-font-family: Sylfaen">შორსმჭვრეტელი სოლომონი კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის გათავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა.იგი ცდილობდაიმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასმაგრამ მისი პოლიტიკური ლავირება რუსეთსა და ოსმალეთს შორის წარუმატებლად დამთავრდა: რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის  ბრძანებით, 1810 წლის 20 თებერვალს სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოაცხადეს.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი, საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთის აჯანყება რუსეთის მთავრობამ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II- კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადავიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადავიდა, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება, წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი - (წმ. ილარიონ ქართველი). ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის გათავისუფლებისათვისმაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მოესწრო.

წმიდა მეფე სოლომონ II გარდაიცვალა ტრაპიზონში, 1815 წლის 7(20) თებერვალს. იგი ბერძენთა ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. შემდეგ მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და  გელათის მონასტერში დაკრძალეს.

წმიდა სოლომონ II-ის კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ.

 

 

ღირსი ლუკა ელადელი, წარმოშობით, ბერძნული დასახლებიდან, კასტორიიდან, ღარიბი მიწათმოქმედის ოჯახიდან იყო. იგი ბავშვობიდანვე ბევრს შრომობდა: მინდორში მუშაობდა, ცხვრებს მწყემსავდა... ყრმა ლუკა მშობლების სრულ მორჩილებაში იყო; ჭამაში - მეტად თავშეკავებული. ხშირად ღატაკებს თავის საჭმელსა და ტანსაცმელს აძლევდა, რითაც მშობლების გულისწყრომას იმსახურებდა. ერთხელ მან ღატაკებს თითქმის მთელი სათესლე ხორბალი მისცა, მაგრამ უფალმა დააჯილდოვა ასეთი გულუხვობისთვის და მოსავალი იმ წელს გაცილებით მეტი აიღეს, ვიდრე - სხვა წლებში.

 

ჯერ კიდევ ყრმობისას, წმიდა ლუკა დიდხანს და გულმოდგინედ ლოცულობდა. დედამისს არაერთხელ დაუნახავს იგი ლოცვის დროს მიწიდან ზეაწეული.

 

მამის გარდაცვალების შემდეგ, დედისგან ჩუმად, იგი ათონის მთაზე გაემგზავრა, სადაც სამონაზვნედ დაასხეს ხელი, მაგრამ დედის ლოცვით, რომელიც ძალიან დარდობდა შვილზე, უფალმა სასწაულებრივი ძალით დააბრუნა იგი მამისეულ სახლში. წმიდა ლუკამ 4 თვე დაჰყო სახლში, დაამშვიდა დედა და უკვე მისი ლოცვა-კურთხევით გაემართა განმარტოებულ ადგილას იოანეს მთაზე, წმიდა კოზმა და დამიანეს ტაძარში. აქ მოღვაწეობდა იგი განუწყვეტელი მარხვითა და ლოცვით. აქვე აღიკვეცა ბერად და კიდევ უფრო გააძლიერა მოღვაწეობა, რისთვისაც უფალმა ნათელმხილველობის ნიჭით დააჯილდოვა.

 

იოანეს მთაზე წმიდა ლუკამ 7 წელი დაჰყო, შემდეგ კი, ბულგარელი მეომრების შემოსევის გამო, კორინთოში წავიდა. იქ მან შეიტყო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრაში მოღვაწეობდა, მოძებნა იგი და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა. შემდეგ წმიდა ლუკა სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ იოანეს მთაზე განაგრძო მოღვაწეობა. უამრავი მიმსვლელის გამო, წმიდა ლუკას მდუმარება ირღვეოდა და იგი, თეოფილაქტე ბერის კურთხევით, თავის მოწაფესთან ერთად, უფრო უდაბურ ადგილას, კალავიეში, გადავიდა. 3 წლის მერე, არაბების შემოსევის გამო, წმიდა ლუკა უდაბურ და უწყლო კუნძულზე, ამპილზე გადასახლდა. მისი საბოლოო სამყოფელი კი იყო სტირი (სოტერიე). აქ თავი მოიყარა მცირე ძმობამ და დაარსდა პატარა მონასტერი. მონასტრის ტაძარი წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აიგო. წმიდა ლუკა, მონასტერში მოღვაწეობისას, მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა თავისი აღსასრულის დღე, ჩაიკეტა თავის კელიაში და 3 თვე ემზადებოდა ამსოფლიდან განსასვლელად. კითხვაზე, სად დაემარხათ იგი, მან უპასუხა, რომ მისი სხეული ველური მხეცებისთვის მიეგდოთ შესაჭმელად. ძმებმა სთხოვეს, შეეცვალა ანდერძი. მაშინ წმიდა ლუკამ მოისურვა, მიებარებინათ მიწისთვის იმ ადგილას, სადაც მისი საწოლი იყო და სიტყვებით, ”ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, უფალო”, 946 წლის 7 თებერვალს, სული უფალს მიაბარა. მოგვიანებით მისი საფლავის ადგილას აიგო ეკლესია. მისი წმიდა ნაწილებიდან მირონი დიოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა.

 

 

 

 

წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლეტიანეს (284-305) დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების: ვასის, ევსევის, ევტიქისა და ვასილიდის (ხს. 20 იანვარს/2 თებერვალს) მსახურები იყვნენ.

 

ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი და ახდილად აღიარეს თავისი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ რომ ვერ მოდრიკა ისინი, მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ყველანი და 1003 ადამიანი, დედებთან და ყრმებთან ერთად, აჩეხეს.

 






right_bar_header

<  პარასკევი 24/2/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
ყველიერის შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - ზაქ. VIII, 7-17. მწუხ. - ზაქ. VIII, 19-23.
ხსენება მღვდელმოწამისა ვლასისა; მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა.