მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ყველიერის შვიდეული ოთხშაბათი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - იოველ. II, 12-26. მწუხ. - იოველ. III, 12-21.

day_icon   

მირქმის დღესასწაულის წარგზავნა. ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (2014);   ხსენება მოწამისა ნიკიფორესი, ასურეთის ანტიოქიიდან (+დაახლ. 257); მღვდელმოწამეთა: მარკელესი - სიცილიელი ეპისკოპოსისა, ფილაგრესი - კვიპრელი ეპისკოპოსისა და პანკრატისა - ტავრომენიელი ეპისკოპოსისა

* დღეიდან იწყება ღირსი ეფრემ ასურის ლოცვა მეტანიებით.





წმიდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსი. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, რომ ბევრს ისინი ღვიძლ ძმებადაც კი მიაჩნდა. ერთხელ, ეშმაკის მანქანებით, განუყრელი მეგობრები წაჩხუბდნენ და უწინდელი მხურვალე სიყვარული საშინელი სიძულვილით შეეცვალათ. ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და მეგობრების მეშვეობით შენდობა სთხოვა საპრიკიუსს, მაგრამ მას არ სურდა პატიება. მაშინ ნიკიფორე თვითონ მოვიდა ყოფილ მეგობართან და მდაბლად ითხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსი შეუბრალებელი იყო. ამ დროს იმპერატორებმა ვალერიანემ (253-259) და გალიენმა (260-268) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს. სამსჯავროს წინაშე წარმდგართა შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო ხუცესი საპრიკიუსი. მან ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა ქრისტესთვის. ბოლოს მტარვალებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა ყოფილ მეგობარს, თავისი აზრით, უკვე წმიდა მოწამეს. ხუცესმა კი გული გაიქვავა და თვით სიკვდილის წინაც არ შეუნდო თავის ძმას. ამის გამო უფალმა საპრიკიუსს ჩამოაცალა მადლის საბურველი, რომელიც წამების დროს სიმტკიცეს ანიჭებდა. ახოვან მამას სიკვდილის შიში დაეუფლა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. გაოცებული ნიკიფორე ემუდარებოდა მას, განდგომით არ დაეღუპა თავი უკვე სასუფევლის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: „მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად! ” როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაენთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



ტროპარი, ჴმა დ

 

მოწამემან შენმან, უფალო, ნიკიფორე ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

 

კონდაკი, ჴმა, ა

 

ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტეჲ სიძულილისა, და მახვილსა ქედი შენი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე განჴორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუჱნ ყოველთა-თჳს, რომელნი უგალობთ დიდებულსა საჴსენებელსა შენსა.


right_bar_header

<  შაბათი 21/10/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-18 შვიდეული. პარასკევი. მარხვა. ხმა მე-8. საკ.: ლიტ. - ეფ. 234 დას. VI, 18-24. ლკ. 32 დას. VII, 31-35. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა პელაგია ელეონელისი; ღირსისა ტაისიასი; წმიდისა პელაგია ქალწულისა.