მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ყველიერის შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-2. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: წირვას არ უჩენს. VI ჟამ. - ზაქ. VIII, 7-17. მწუხ. - ზაქ. VIII, 19-23.

day_icon   

ხსენება მღვდელმოწამისა ვლასისა (+დაახლ. 316); მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (+დაახლ. 867)




ყრმობის წლებიდან, წმიდა ვლასი თვინიერი და თვთისმოსავი იყო. სევასტიის მოქალაქეებმა, ამ თვისებების გამო, იგი ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა ვლასი დიდი პატივით ატარებდა ამ სახელს.

 

ამ დროს დაიწყო, დიოკლეტიანეს მიერ, ქრისტიანების ულმობელი დევნა. ვლასი ნუგეშს სცემდა დევნილებსა და ტანჯულებს, დადიოდა საპატიმროებში, მაგრამ, თავად, ნებით არ ბარდებოდა მდევნელებს, რადგან იცოდა, რომ იგი თავის სამწყსოს სჭირდებოდა.

 

როდესაც ქრისტიანებმა დატოვეს ქალაქი, მანაც დატოვა იგი და ერთ გამოქვაბულში დაიდო ბინა. აქ იმალებოდა იგი ლიკინის დევნისას და დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა; აქვე იპოვნეს იგი წარმართმა მეომრებმა და მმართველთან მიიყვანეს. ეს უკანასკნელი, თავდაპირველად, ლმობიერად შეაგონებდა წმიდა ეპისკოპოსს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის, მაგრამ, იხილა რა მისი სიმტკიცე, ბძანა, უმოწყალოდ ეგვემათ იგი, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, ერთმა ღვთისმოსავმა ქვრივმა დედაკაცმა დაკლა თავისი ერთადერთი გოჭი, მოხარშა, აიღო ხილი და ბოსტნეული და ეს ყოველივე წმინდანს მიართვა საპყრობილეში. წმინდანმა მადლობა მოუხადა დედაკაცს და უთხრა, ყოველწლიურად გაეკეთებინა ასე, მის მოსახსენიებლად, და მის სახლში არასოდეს გამოილეოდა აუცილებელი.

 

ამასობაში, მმართველმა ხელახლა დაუძახა წმიდა ვლასის სამსჯავროზე. ვერც არაადამიანურმა წამებამ, ვერც თხოვნამ ვერ შეარყია წმინდანის სიმტკიცე. მისი რწმენის სიძლიერემ ისე გააოგნა იქ მყოფი 7 ქრისტიანი დედაკაცი, რომ მათ ახდილად აღიარეს ქრისტე და სასტიკად იქნენ მოკლულნი.

წამების შემდეგ წმიდა ვლასის თავი მოჰკვეთეს.

 

ტროპარი, ჴმა 4

 

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამის-თჳსცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ მთავარო ვლასი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუჱნთა.

 

კონდაკი, ჴმა 8

 

საცხებელითა მღუდელთათა და წამებისა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შინა შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ, და შენდამი მღაღდებელთა გვფარევდ ჩუჱნ მარადის.

 


right_bar_header

<  ხუთშაბათი 21/9/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ფილ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ხსენება წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე) და გიორგი-იოანესი (მხეიძე).