მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 37-ე შვიდეული.სამშაბათი.ხმა მე-3. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან) X, 1-9. ლიტ. - იაკ. 54 დას. III, 1-10. მკ. 50 დას. XI, 11-23. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

day_icon   

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა (438)




მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი - იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო - დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმინდა მღვდელმთავარი სამწყსოს.

იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს, პროკლეს, სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმინდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450), თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმინდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმინდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმინდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმინდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმინდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

ტროპარი, ჴმა ჱ

პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუჱნა ჩუჱნ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა ა

მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკკლესია აღმოხმასა პატიოსანთა ნაწილთა შენთასა, და ესე დამარხა ვითარცა ოქროჲ მრავალ ფასი, ვინა მგალობელთა შენთა მოუკლებელად მოანიჭე მეოხებითა შენითა მადლთა კურნებისათა, იოანე ოქროპირო.


right_bar_header

<  პარასკევი 21/7/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 139 დას. VII, 35 - VIII, 7. მთ. 63 დას. XV, 29-31. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.
ხსენება მოწამისა მირდატ მეფისა (410); დიდისა მოწამისა პროკოპი პალესტინელისა (303). გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ქალაქსა ყაზანს (1579).