მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. დაუჯდომელის შაბათი. ხმა მე-7. წმ. იოანე ოქროპირის წირვა. საკ.: ლიტ. - ებრ. 322 დას. IX, 24-28. მკ. 35 დას. VIII, 27-31. ღმრთისმშობ. - ებრ. 320 დას. IX, 1-7. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

day_icon   

  ხსენება წმ. მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი (+283) და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუცისა და მარიანე დიაკონისა; მოწამისა პანქარესი (+დაახლ. 302)









წმინდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმინდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა დევნულობის გამო დამალული პრესვიტერი კარპოფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთომ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართობისკენ და დააქორწინა ათენა-პალადას ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმინდანმა ცოლიც მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ.

თანაქალაქელებმა ეპარქ კარელინთან იჩივლეს, რომ წმინდა ქრისანთო და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმინდა ქრისანთო ტრიბუნ კლავდის გადაეცა საწამებლად.

ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიმ ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდი ტრიბუნი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდის მეუღლე, წმინდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმინდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.

წმინდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეადგეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმინდანს. წმინდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ.

წმინდა ქრისანთო ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმინდურება ჩაედინებოდა. მის თავზე ზეციური ნათელი დადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო.

იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმინდა ქრისანთო და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.

წმინდანთა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ, ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



 

.


right_bar_header

<  ორშაბათი 20/11/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 22-ე კვირიაკე. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - გალ. 215 დას. VI, 11-18. ლკ. 39 დას. VIII, 41-56. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 26-39. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამისა; ღირსისა ლაზარე გალისიელისა; მოწამისა თეოდოტესი; მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი; მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.