მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ვნების შვიდეული. დიდი სამშაბათი. პირველშეწირულის ლიტურგია. საკ.: ცისკ. - მთ. 90 დას. XXII, 15 - XXIII, 39. ლიტ. - მთ. 102 დას. XXIV, 36 - XXVI, 2.

day_icon   

ხსენება წმიდათა მოწამეთა: მარკოზი არეთუსიელ ეპისკოპოსისა, კირილე დიაკონისა და სხვათა მრავალთა (დაახლ. 364); ღირსისა იოანე მეუდაბნოისა (IV); ევსტათი აღმსარებელისა, ბითვინიელი ეპისკოპოსისა (IX)



 

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი, ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს. მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს/3 ივნისს) ბრძანებით, წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს, შური ეძიათ წმიდა მარკოზზე. მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე. მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს... წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია. წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს. არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაათავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (ხს. 25 იანვარს/7 თებერვალს).


right_bar_header

<  ორშაბათი 20/11/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 22-ე კვირიაკე. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - გალ. 215 დას. VI, 11-18. ლკ. 39 დას. VIII, 41-56. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 26-39. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამისა; ღირსისა ლაზარე გალისიელისა; მოწამისა თეოდოტესი; მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი; მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.