მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ვნების შვიდეული. დიდი შაბათი. წმ. ბასილი დიდის წირვა. საკ.: ცისკ. - 1 კორ. 133 დას. V, 6-8; გალ. 206 III, 13-14. მთ. 114 დას. XXVII, 62-66. ლიტ. - რომ. 91 დას. VI, 3-11. მთ. 115 დას. XXVIII, 1-20.

day_icon   

ხსენება ღირსისა გიორგი მაწყვერელისა (IX-X); ღირსისა გიორგისი,  მაწყვერელი ეპისკოპოსისა (IX-X); ღირსისა ტიტე სასწაულთმოქმედისა (IX); მოწამეთა: ამფიანესი და ედესისა (306); მოწამისა პოლიკარპესი (IV)



● განთიადზე, „დიდება მაღალიანის“ გალობის შემდეგ წმიდა გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით. წარდგომა, საწინასწარმეტყველი, სამოციქულო და სახარება იკითხება გარდამოხსნის წინ. „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“ სამოციქულოს შემდეგ ალილუიას ნაცვლად იგალობება „აღდეგინ ღმერთი...“ მღვდელმსახურები ამ დროს ღია ფერის სამოსით შეიმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა სრულდება ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე. ლიტურგიის ჩამოლოცვა: „ქრისტემან ჭეშმარიტმან, ღმერთმან ჩვენმან...“


დიდი შაბათი

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!


წმიდა გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის (ხს. 5 ოქტომბერს) ნაწარმოებებმა.

გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.

უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის (ხს. 29 ოქტომბერს) შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს - „ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს“.

ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან (ხს. 29 ოქტომბერს), დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“.

ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ


right_bar_header

<  ხუთშაბათი 17/8/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 1. მიძინების მარხვა. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსი, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინე) და ანტონინესი; ღირსმოწამისა ევდუკიასი; მოწამისა ელევთერისა.