მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა 8. წმ. ბასილი დიდის წირვა. საკ.: ცისკ. - სახ. მე-8, ინ. 64 დას. XX, 11-18. ლიტ. - ებრ. 321 დას. (შუათგან), IX, 11-14. მკ. 47 დას. X, 32-45. ღირ. - გალ. 208 დას. III, 23-29. ლკ. 33 დას. VII, 36-50.

day_icon   

ხსენება ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა*'; ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკისა და სხვათა, წმიდისა საბას ლავრაში მოწყვეტილთა (796); მოწამისა ფოტინე სამარიტელისა, ძეთა მისთა მოწამეთა: ბიქტორისა, ფოტინად წოდებულისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი (დაახლ. 66); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებელისა, აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 813-820).

 გარდამავალია, მოიხსენიება დიდი მარხვის მე-5 კვირას.

 



VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმინდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმინდა საბა განწმენდილის ლავრაც, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისთვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.

დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს, სარკინოზები შეიჭრნენ მონასტერში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს. ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. ოცდაათი მამა გარდაიცვალა, მრავალი დაიჭრა, ცეცხლის ალი ავარდა სენაკების თავზე. მომხვდურებს ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ შეეშინდათ მოახლოებული ხალხისა, მონასტერი გაძარცვეს და გაიქცნენ.

20 მარტს, დიდ ხუთშაბათს, სარკინოზთა რაზმი კვლავ დაესხა თავს ლავრას. სიკვდილს გადარჩენილი ბერები ეკლესიაში შეყარეს და საგანძურის გამოტანა მოსთხოვეს, ახალგაზრდა ბერი, იოანე, შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს და კლდიდან გადააგდეს.

ეკლესიის მეჭურჭლემ, ღირსმა სერგიმ, წმინდა ნივთები გადამალა და შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ სარკინოზებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. რამდენიმე ბერმა მოახერხა გამოქვაბულში დამალვა, მაგრამ შეამჩნიეს და უბრძანეს, გამოსულიყვნენ. ღირსი პატრაკი გამოვიდა და სარკინოზებს უთხრა, რომ მარტო იმალებოდა. წმინდა მამა ლავრის ეკლესიაში მიიყვანეს, სადაც სხვა ძმებიც იყვნენ დამწყვდეულები.

სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. უსჯულოებმა წმინდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გაგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა.

უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები. ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი