მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ბრწყინვალე შვიდეული. შაბათი. წირვის შემდეგ არტოსის განტეხა. საკ.: ლიტ. - საქ. 8 დას. III, 11-16. ინ. 11 დას. III, 22-33.

day_icon   

მოწამისა ევფსიქისა (+362); მოწამეთა: დისან ეპისკოპოსისა, მარიავე ხუცისა, აბდიესისა და სხვათა 270-თა (+362-364); ღირსმოწამისა ვადიმ არქიმანდრიტისა (+376)


● სამეუფო კარი დაიხურება IX ჟამნის წინ.

თბილისის სიონში თავად გივი ამილახვარის სულის საოხად ჟამი შეიწირვის*.

* გარდამავალია, მოიხსენიება კვირაცხოვლობის წინა დღეს - შაბათს. მოსახსენებელი აღდგენილია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილელ მღვდელმთავართა ანდერძის საფუძველზე, რომლის თანახმად გივი ამილახვარის დაუვიწყებლად მოხსენიება მის მიერ 1726 წელს თურქთაგან სიონის ტაძრის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს უკავშირდება.

მოწამე ევფსიქი (+362)

წმიდა მოწამე ევფსიქი (+362) - დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიქიმ ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისთვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამეობრივი აღსასრულისთვის გაემზადა.

გამძვინვარებულმა იმპერატორმა მთელ ქალაქს დაატეხა რისხვა: მოსახლეობის ნაწილი დაახოცინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს - კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად - ძველი სახელით მაზაკა. მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ სრულიად გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს არ ააშენებდნენ.

იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ წმიდა ევფსიქი გადაედრიკათ კერპთაყვანისცემისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (+362).

იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ, ქრისტიანებმა წმიდა ევფსიქის საფლავზე ეკლესია ააგეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).