მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





დიდი მარხვის მე-6, ბზობის შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-8. საკ.: VI ჟამ. - ეს. XLVIII, 17 - XLIX, 4. მწუხ. შესქ. XXVII, 1-41. იგავ. XIX, 16-25.

day_icon   

ხსენება ღირსისა იაკობ აღმსარებელისა, ეპისკოპოსისა (+VIII-IX); მღვდელმთავრისა კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (+I-II); მღვდელმთავრისა თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+610); ღირსისა სერაპიონ სიდონელი (+IV); ღირსისა სერაფიმე ვირიცელისა (+1949)




ღირსი იაკობი, ეპისკოპოსი და აღმსარებელი, სიყრმიდანვე ილტვოდა ბერული ცხოვრებისაკენ. მან დატოვა ამქვეყნიური ამაო ცხოვრება და სტუდიის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც აღიკვეცა კიდეც ბერად. იგი მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა ცხოვრებას: ფიცხელ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში. წმიდა იაკობი, როგორც კეთილგონიერი მოღვაწე და წმიდა წერილის საუკეთესო მცოდნე, კატანიის (სიცილია) ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე V-ს (741 – 775) ზეობისას, წმიდა იაკობს აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხატების თაყვანისცემაზე: საპყრობილეში ჩასვეს, აშიმშილებდნენ, აწამებდნენ, მაგრამ იგი მხნედ იტანდა ყოველგვარ სატანჯველს. წმიდა იაკობ ეპისკოპოსი გადასახლებაში გარდაიცვალა.


წმიდა კირილე კატანელი (+111) დაიბადა ანტიოქიაში. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს და 16 იანვარს) მოწაფე და მისგან იქმნა ხელდასხმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. ღვთისმოსაობის გამო წმიდა მამა უფლისაგან სასწაულმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქმნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  ორშაბათი 20/11/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 22-ე კვირიაკე. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - სახ. მე-11, ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - გალ. 215 დას. VI, 11-18. ლკ. 39 დას. VIII, 41-56. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 26-39. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამისა; ღირსისა ლაზარე გალისიელისა; მოწამისა თეოდოტესი; მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი; მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.