მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





დიდი მარხვის მე-6, ბზობის შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-8. საკ.: VI ჟამ. - ეს. XLIX, 6-10. მწუხ. - შესქ. XXXI, 3-16. იგავ. XXI, 3-21.

day_icon   

მღვდელმოწამისა ბასილისი, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსისა, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV) .







წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.

როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 21/7/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 139 დას. VII, 35 - VIII, 7. მთ. 63 დას. XV, 29-31. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.
ხსენება მოწამისა მირდატ მეფისა (410); დიდისა მოწამისა პროკოპი პალესტინელისა (303). გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ქალაქსა ყაზანს (1579).