მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





დიდი მარხვის მე-6, ბზობა-ბაიაობის კვირიაკე. ხმა მე-8.წმ. იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილი თევზით. ცისკ. - მთ. 83 დას. XXI, 1-11, 15-17. ლიტ. - ფილპ. 247 დას. IV, 4-9. ინ. 41 დას. XII, 1-18.

day_icon   

 ხსენება მოწამისა მატრონა თესალონიკელისა (III-IV); მოწამეთა მანუელისა და თეოდოსისა (304); ღირსისა იოანე წინამხედველისა, ეგვიპტელისა (დაახლ. 395).




წმიდა მოწამე მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი).


right_bar_header

<  ხუთშაბათი 21/9/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ფილ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ხსენება წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე) და გიორგი-იოანესი (მხეიძე).