მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მეოთხე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 26 დას. X, 34-43. ინ. 29 დას. VIII, 12-20 (ხუთშ.) საქ. 27 დას. X, 44 - XI, 10. ინ. 30 დას. VIII, 21-30 (პარ.). მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.

day_icon   

ხსენება მოციქულთა 70-თაგანთა: იასონისა და სოსიპატრესი, კერკირა ქალწულისა და სხვათა მათთანა მომწყდართა (I); დადასი, მაქსიმესი და კვინტილიანესი (+286); მოწამეთა: სატორნი, იაკისქოლე, ფავსტიანე, იანვარი, მარსალი, ევფრასი, მამია, მურინე, ზენონ, ევსევი, ნეონ და ვიტალისა (+დაახლ. 63)




იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.

აქ მათ ააგეს წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი და ბევრი წარმართი მონათლეს. როცა კუნძულის მმართველმა შეიტყო, დაატყვევა ისინი და ჩასვა საკანში, სადაც 7 ავაზაკი იჯდა: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია და მამია, მოციქულებმა ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქციეს. ავაზაკყოფილები მოწამეობრივად აღესრულნენ - ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს.

მათი წამების მხილველმა ციხის დარაჯმა ირწმუნა ქრისტე და თავი მაცხოვრის მიმდევრად აღიარა. ამისთვის მას მარცხენა ხელი მოჰკვეთეს, შემდეგ ორივე ფეხი და ბოლოს თავი. მმართველის ბრძანებით მოციქულები კვლავ ცემეს და საკანში ჩაკეტეს.

როცა მმართველის ასულმა, ქალწულმა კერკირამ, გაიგო მოწამეთა ტანჯვის შესახებ, მანაც ქრისტიანად გამოაცხადა თავი და მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა. გაცოფებული მმართველი შეეცადა ქალიშვილის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ. გაბოროტებულმა მამამ საშინელი სასჯელი მოიფიქრა შვილისთვის: მისი ბრძანებით წმიდა კერკირა საკანში ჩააგდეს და მასთან შეუშვეს ავაზაკი მურინი. როცა ავაზაკი საკანის კარს მიუახლოვდა, დათვი დაეცა თავს. წმიდა კერკირამ ხმაური გაიგონა და მხეცი ქრისტეს სახელით განდევნა, შემდეგ ლოცვით განკურნა მურინის ჭრილობები. წმიდანმა ქრისტეს სჯული აუხსნა ავაზაკს, რის შემდეგაც წმიდა მურინიც მოწამეობრივად აღესრულა.

ბოროტისაგან გონებადაბნელებულმა მამამ ცეცხლს მისცა მთელი ციხე, მაგრამ ქალწული მაინც ცოცხალი გადარჩა, შემდეგ მამისვე ბრძანებით ხეზე დაკიდეს წმიდა კერკირა, გაგუდეს და ისრებით დაასახიჩრეს ქალწულმოწამის ნატანჯი სხეული.

მისი სიკვდილის შემდეგ მმართველმა გადაწყვიტა, ამოეწყვიტა ქრისტეს აღმსარებლები. წმიდა იასონისა და სისოპატრეს მოქცეული მოწამეები: ზენონი, ევსევი, ნეონი და ვიტალი კოცონზე დაწვეს.

კუნძულ კერკირაზე მცხოვრები ქრისტიანები მეზობელ კუნძულზე გაიქცნენ. მმართველი მეომრებთან ერთად გამოუდგა მათ, მაგრამ ზღვაში დაიხრჩო. მისმა შემცვლელმა მმართველმა ბრძანა, მოციქულები ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ როცა უვნებელი წმიდანები იხილა, ცრემლებით შეჰღაღადა უფალს: „ღმერთო იასონისა და სოსიპატრესო, შემიწყალე“.

გათავისუფლებულმა მოციქულებმა მმართველი მონათლეს და უწოდეს სებასტიანე. მისი დახმარებით წმიდა იასონმა და სოსიპატრემ კუნძულზე რამდენიმე ეკლესია ააშენეს და მხურვალე ქადაგებით გაამრავლეს ქრისტეს სამწყსო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.




right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი