მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - საქ. 30 დას. XII, 12-17. ინ. 32 დას. VIII, 42-51. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. მთ. 11 დას. V, 14-19.

day_icon   

ხსენება ათანასე დიდისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა; მოწამეთა: ესპერისა და ზოიასი და ძეთა მათთა კვირიაკესი და თეოდულესი; კეთილმსახურისა და მოციქულთა სწორისა ბორისისა (ნათლისღებით მიხეილისა), ბულგარელთა მეფისა...






 

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)

2 (15) მაისი

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373) დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმიდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.

მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება -2 მაისს და 18 იანვარს, წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად (მისი ცხოვრება სრული სახით 18 იანვრის საკითხავშია მოთავსებული).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 15/12/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 29-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საშობაო მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-10. ლიტ. - ებრ. 310 დას. IV, 1-13. ლკ. 98 დას. XIX, 45-48. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
ხსენება წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა; ღირსისა ისესი (იესე), წილკნელი ეპისკოპოსისა; წმ. მოწამისა მიროპიასი; ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი.