მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-2. საკ.: ლიტ. - საქ. 17 დას. VI, 8 - VII, 5, 47-60. ინ. 13 დას. IV, 46-54. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

day_icon   

ხსენება წმ. მამაჲ კათალიკოსისა (744); ღირსთა: მიქაელ და არსენ ქართველთა, ულუმბოელთა (IX); მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი (დაახლ. 286); ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსისა, კიევო-პეჩორელ იღუმენისა (1074). 

 

 

 


წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.

ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.

წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.

 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
 


 



day_icon   

ღირსნი მამანი, მიქაელ და არსენ ქართველები - ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.

პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი, არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, საფიქრებელია, - არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.

ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“

ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ. X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს).

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.

 

 

 

 


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი