მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-6 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - საქ. 40 დას. (შუათგან), XVII, 19-28. ინ. 42 დას. XII, 19-36. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 56 დას. XIII, 54-58.

day_icon   
ხსენება ყოვლადქებულისა მოციქულისა სიმონ მოშურნისა (კანანელისა), საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელისა (I); მოწამეთა: ალფისა, ფილადელფისა, კვიპრიანესი, ონისიმესი, ერაზმისა და სხვათა (251); მოწამისა ისიქი ანტიოქიელისა (IV); ღირსისა ისიდორა სალოსისა (IV); ნეტარისა ტაისიასი (V)








წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.

წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.

წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 15/12/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 29-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საშობაო მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-10. ლიტ. - ებრ. 310 დას. IV, 1-13. ლკ. 98 დას. XIX, 45-48. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
ხსენება წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა; ღირსისა ისესი (იესე), წილკნელი ეპისკოპოსისა; წმ. მოწამისა მიროპიასი; ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი.