მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ლიტ. - საქ. 45 დას. XXI, 8-14. ინ. 49 დას. XIV, 27 - XV, 7. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

ხსენება ღირსისა თეოდორე განწმედილისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (დაახლ. 303); ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V); ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II-სა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX)/



 

ღირსი თეოდორე განწმენდილი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების შვილი. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრების სიყვარულმა. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა თეოდორემ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლის შესახებ, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმინდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.

ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. იგი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელით დაუხუჭა თვალები.

ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ, ტაბენესის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი იგი  თებოდის ყველა სავანეს ჩაუდგა სათავეში. თავდაუზოგავი მოღვაწეობისათვი, უფალმა, ღირსი მამა სასწაულთმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.

ტროპარი, ჴმა ა

უდაბნოსა მოქალაქე, და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო თეოდორე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა, და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი, ჴმა ბ

სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი აღყვავენ შენ, ხოლო ნაყოფი სათნოებათანი უფალსა შესწირენ, მარხვითა სახარულევანითა მამაო ღირსო, ამისთჳს სანატრელ ხარ, ვითარცა უჴორცოთა თანა მოდასე.


right_bar_header

<  ხუთშაბათი 17/8/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 1. მიძინების მარხვა. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსი, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინე) და ანტონინესი; ღირსმოწამისა ევდუკიასი; მოწამისა ელევთერისა.