მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ლიტ. - საქ. 46 დას. XXI, 26-32. ინ. 53 დას. XVI, 2-13. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.

day_icon   

ხსენება მოციქულისა 70-თაგანთა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (I); მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირესი და პამფალონ მხედართა (284-305); სტეფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (893).

 





წმინდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი, იუნია, წმინდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7). წმინდა ანდრონიკე პანონიის ეპისკოპოსი იყო, მაგრამ იგი, წმინდა იუნიასთან ერთად, სხვა ქვეყნებშიც ქადაგებდა ქრისტეს სჯულს. მათი მოღვაწეობით, უამრავი წარმართი გაქრისტიანდა. ისინი ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ წმინდა მოციქული ანდრონიკე და წმინდა იუნია მოწამეობრივად აღესრულნენ.

მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა მე-5 საუკუნეში, იმპერატორთა, არკადიუსისა და ჰონორიუსის, დროს. მოგვანებით ამ ადგილას  დიდი ტაძარი აშენდა.

ტროპარი, ჴმა გ

მოციქულო წმიდაო ანდრონიკე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მოგვანიჭოს, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი, ჴმა გ

ვარსკულავსა ყოვლად ბრწყინვალესა, ღმრთივ-შვენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა, მოციქულსა ქრისტესსა ანდრონიკეს ვაქებდეთ, და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლად ბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუჱნ ყოველთა-თჳს.


right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).