მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მეოთხე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ცისკ. - ლკ. 50 დას. X, 1-15. ლიტ. - საქ. 24 დას. X, 1-16. ინ. 24 დას. VI, 56-69. მოც. - 1 პეტ. 63 დას. V, 6-14. მკ. 23 დას. VI, 7-13.

day_icon   
ხსენება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მარკოზისი (63).

 








წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი (+63) დაიბადა იერუსალიმში. ის იყო 70 მოციქულთაგანი და მოციქულ ბარნაბას (ხს. 11 ივნისს) ძმისწული. დედამისის, მარიამის სახლი გეთსიმანიის ბაღს ემიჯნებოდა. საეკლესიო გადმოცემით, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი თან ახლდა უფალს და გაექცა ჯარისკაცებს, რომლებსაც მისი შეპყრობა უნდოდათ (მკ. 14, 51-52). უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა (საქმე, 12, 12).

წმიდა მარკოზი იყო მოციქულთა: პეტრეს, პავლეს (ხს. 29 ივნისს) და ბარნაბას თანამოღვაწე. პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად წმიდა მარკოზი იყო სელევკიაში, იქიდან წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქალაქ პაფოში იგი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი (საქმე 13, 6-12).

წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ წმიდა მარკოზი დაბრუნდა იერუსალიმში, წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მოიარა რომი, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით წავიდა ეგვიპტეში, სადაც ეკლესია დააარსა.

წმიდა მარკოზი წმიდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს შეხვდა ანტიოქიაში, იქიდან წმიდა ბარნაბასთან ერთად გაემგზავრა კვიპროსზე, შემდეგ კი კვლავ ეგვიპტეში წავიდა და წმიდა პეტრე მოციქულთან ერთად მრავალი ეკლესია დააარსა, წმიდა პეტრე სიყვარულით იხსენიებს წმიდა მარკოზს, როგორც თავის სულიერ შვილს (1 პეტ. 5,13).

როცა პავლე მოციქული რომაელებს ჰყავდათ შეპყრობილი, წმიდა მარკოზი ეფესოში იმყოფებოდა, წმიდა ტიმოთესთან, შემდეგ (ხს. 4 იანვარს) მასთან რომში ჩავიდა და აქ დაწერა სახარება (დაახლ. 62-63 წლებში).

რომიდან წმიდა მოციქული კვლავ ეგვიპტეში წავიდა და ალექსანდრიაში დაარსა ქრისტიანული სასწავლებელი, შეადგინა ლიტურღიის წესი ალექსანდრიელი ქრისტიანებისთვის.

შემდეგ ნეტარმა მახარებელმა სახარების ქადაგებით მოიარა აფრიკის შიდა მხარეები.

ამ მოგზაურობისას მოციქულს სულიწმიდისაგან ეუწყა წასულიყო ალექსანდრიაში წარმართთა შორის საქადაგებლად. აქ ის დაემკვიდრა მეწაღე ანანიას სახლში, რომელსაც ავადმყოფი ხელი განუკურნა. მეწაღემ სიხარულით მიიღო წმიდა მოციქული, ირწმუნა მისი მონათხრობი ქრისტეზე და ნათელ-იღო. ანანიას შემდეგ მოინათლა ქალაქის იმ ნაწილში მცხოვრები ბევრი ალექსანდრიელი. ამან წარმართთა გაბოროტება გამოიწვია და მათ გადაწყვიტეს, მოეკლათ წმიდა მოციქული. როცა ეს გაიგო, წმიდანმა ანანიას ხელი დაასხა ეპისკოპოსად, მალკი, საბინე და კედრინი კი ხუცესად აკურთხა.

წარმართები ღვთისმსახურების დროს დაესხნენ თავს მარკოზს, ცემეს, ქალაქში ათრიეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დღეს, სანამ სამსჯავრომდე მიიყვანდნენ, წმიდანი აღესრულა.

წარმართებს უნდოდათ, მარკოზის გვამი დაეწვათ, მაგრამ როცა კოცონი გააჩაღეს, მიწა იძრა. შეშინებული ღვთისმოძულენი გაიქცნენ, ქრისტიანებმა კი წმიდა მოციქულის ნეშტი აიღეს და ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. ეს მოხდა 63 წლის 4 აპრილს. წმიდანის ხსენებას ეკლესია ზეიმობს 25 აპრილს.

310 წელს წმიდა მარკოზის საფლავზე ტაძარი ააგეს. 820 წელს, როცა ეგვიპტეში არაბები გაბატონდნენ და ქრისტიანების დევნა დაიწყეს, მოციქულის წმიდა ნაწილები ვენეციაში გადაასვენეს და მისი სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

ძველი იკონოგრაფიული ტრადიციით, წმიდა მახარებელი მარკოზი გამოიხატება ლომით, რომელიც მიანიშნებს ქრისტეს ძლიერებასა და სამეფო ღირსებაზე (გამოცხ. 5,5). წმიდა მარკოზი წარმართთაგან გამოსული ქრისტიანებისთვის წერდა სახარებას, ამიტომ ძირითადად აღწერს მაცხოვრის სიტყვებს და საქმეებს, სადაც ჩანს მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა. მისი მონათხრობის ბევრი თავისებურების ახსნა შეიძლება პეტრე მოციქულთან სიახლოვით. ყველა ძველი მწერალი ადასტურებს, რომ მარკოზის სახარება მოციქულთა თავის - პეტრეს ქადაგებებისა და მონათხრობების მოკლე ჩანაწერია.
 
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
day_icon   

მენელსაცხებლე დედათა ხსნება

უწმიდესისა და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,

 ილია II-ის

ქადაგება 1987 წლის 13 აპრილს, მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს

 

დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია, - ხსენება იმ მენელსაცხებლე დედათა, რომელნიც უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს დღედაღამ ემსახურებოდნენ, მის ქადაგებებს ისმენდნენ და ყოველივეს ღრმად ინახავდენენ. დღეს არის დღესასწაული წმიდისა მადიამ მადგალინელისა, რომელიც სოფელ მაგდალადან იყო და ზედწოდებაც აქედან მიიღო. ეს ის მარიამია, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა. სწორედ მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მოციქულებთან დააბარა, რომ მათ გალილეაში შეხვდებოდა. მარიამ მაგდალინელთან ერთად ვახსენებთ სხვა დედებსაც, სახელდობრ მარიამ კლეოპას, ანუ კლეოპას მეუღლეს. ეს ის კლეოპაა, რომელსაც იესო ქრისტე გამოეცხადა; მენელსაცხებლე დედათა შორის იყვნენ იოანა, სალომეა, მართა, მარიამი, სუსანა და მრავალი სხვა. საოცარი იყო მათი რწმენა და თავდადებული სიყვარული იესოსადმი. მაშინ, როდესაც მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, მენელსაცხებლე დედებმა შიშს სძლიეს და არ განშორდნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. ისინი ჯვარცმისას დედა ღვთისასთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე. მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავისი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მათგანი მოწამეობრივად აღესრულა.

მათთან ერთად დღეს ეკლესი იხსენებს იოსებ არიმათიელსა და მართალ ნიკოდიმოსს; მენელსაცხებლე დედებისაგან განსხვავებით, მათ ეშინოდათ და იესო ქრისტეს საიდუმლოდ დაემოწაფნენ. ისინი სინედრიონის ანუ იმ საბჭოს წევრების იყვნენ, რომელნიც ერისა და სახელმწიფოს საქმეებს წყვეტდნენ, მიუხედავად თავიი მაღალი მდგომარეობისა, მათ იესო ქრისტეს თავისუფლად აღიარებისა ეშინოდათ და როგორც სახარებიდან და საღმრთო გადმოცემებიდან ვიცით, ქადაგების მოსასმენად ქრისტესთან ღამ-ღამობით მიდიოდნენ. მათ ირწმუნეს, რომ იესო ნაზარეველი იყო ქრისტე - ძე ღვთისა, მესია. იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა საოცარი ფერისცვალება განიცადეს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მაშინ, როდესაც შეშინებულმა მოციქულებმა იესო დატოვეს, ისინი პილატესთან მივიდნენ და აღიარეს რა ქრისტე, როგორც მოძღვარი და მასწავლებელი, თამამად სთხოვეს ნებართვა მისი გვამის ჯვრიდან ჩამოხსნისა. პილატემ მართლაც დართო ნება და როგორც სახარება გვამცნობს, იოსებ არიმათიელმა იესო ქრისტე დაასაფლავა იმ აკლდამაში, რომელიც კლდეში თავისთვის ჰქონდა გამოკვეთილი.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ, აგრეთვე, წმიდა კეთილმორწმუნე დედოფალს, თამარს. მისი ხსენება მენელსაცხებლე დედათა დღესასწაულს უკავშირდება, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე და ღვთისგან მიმადლებული ნიჭი მან უფლისა და მშობელი ერის სამსახურს შესწირა. თამარ მეფემ ბევრი რამ გააკეთა ჩვენს ერში რწმენისა და სიყვარულის განსამტკიცებლად. როგორც ვიცით, თამარს იმდენად არარაობად მიუჩნევია მეფის გვირგვინი ზეციურ, უკვდავ გვირგვინთან შედარებით, რომ მონაზვნობა მოუწადინებია; მაგრამ სწორედ მისი რწმენის, სიყვარულისა და თავმდაბლობის გამო ღმერთმა ორივე გვირგვინი მიანიჭა - მეფისა და წმიდანისა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე კეთილმორწმუნე მეფემ მრავალი ტაძარი ააშენა და მრავალიც განაახლა. მტერთან შებრძოლების წინ იგი ჯარს პირველ რიგში მონასტერში მიიყვანდა, მოძღვრებს აზიარებინებდა და ჯვარით ხელში ფეხშიშველი აცილებდა, ლოცავდა, შემდეგ მონასტერში ბრუნდებოდა და მანამ ლოცულობდა, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა.

დღეს ყოველმა ქრისტიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას აკეთეს დღეს და რა ელის მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისათვის, მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი. ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია, ზოგს ცოდნისა და განათლების შეძენა, ზოგსა მაღალი თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს, ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი. მაშ რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება? თვითონ უფალი გვეუბნება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“, ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული, ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს. ჩვენთვის რომ თვალები აეხილა, უფალმა ბევრს მისცა მატერიალური დოვლათი; მადლობა ღმერთს, დღეს ლუკმა-პური არავის უჭირს, მაგრამ აქვ დაგვარწმუნა, რომ ვერანაირი მიწიერი სიმდიდრე სულიერ სიცარიელეს ვერ ამოავსებს. მატერიალურმა სიმდიდრემ კიდევ უფრო წარმოაჩინა და აუტანელი გახადა სულიერი სიღატაკე, ამიტომ ადამიანმა კვლავ დაიწყო ძიება მარადიულისა და წარუვალისა. დღეს ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, რომ ადამიანი ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებს, ამიტომ ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ადამიანისათვის, - სწორი სარწმუნოების სწავლებაა. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მართალი სარწმუნოების სწავლებისა. ღმერთმა თქვენთან ერთად დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ.

 

13 აპრილი, 1987 წ.

 


right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).