მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირიაკე. ხმა მე-8. საკ.: ცისკ. - სახ. I, მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 38 დას. X, 32-33, 37-38; XIX, 27-30.

day_icon   

ხსენება მოწამისა წამისა მოწამისა თეოდოსია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730); პირველი მსოფლიო კრების მამათა (325).



პეტრე-პავლობის მარხვის აღება.









წმიდა ქალწულმოწამე, თეოდოსია კონსტანტინეპოლელი, აღესრულა,დაახლოებით, 307 / 308 წელს. 29 მაისს (11 ივნისსდღესასწაულობენ მისი ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსიას უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი მოაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებელი გამოიყვანესგამძვინვარებულმა ჯალათებმა თეოდოსია მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმინდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“

ტროპარი, ჴმა

ტარიგი შენი იესო თეოდოსია ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენ-თჳს, რათა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისა-თჳს, რათა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა , მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა

შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხოვრებასა მიენთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახელე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკკლესიისა მოაშთვე, მოწამეო, ყოვლად სანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივის მცემელთა ჴსენებისა შენისათა.


right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ