მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-8. პეტრე-პავლობის დასაწყისი. საკ.: ლიტ. - რომ. 83 დას. II, 28 - III, 18. მთ. 19 დას. VI, 31-34; VII, 9-11. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

day_icon   

ხსენება  ღირსისა ისააკ აღმსარებელისა, დალმატის მონასტრის იღუმენისა (383); 







ღირსი ისააკი IV საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა. იმპერატორ ვალენტის (364-378) ზეობისას, რომელიც არიოზის მომხრე და მხურვალე მიმდევარი იყო, დაიწყო მართლმადიდებელთა დევნა, ხურავდნენ და ანგრევდნენ ტაძრებს. შეიტყო რა დევნის შესახებ, ღირსმა ისააკმა დატოვა უდაბნო და კონსტანტინეპოლში მივიდა, რათა ნუგეში ეცა და გაემხნევებინა ქრისტიანები. ამ დროს, იმპერიას თავს დაესხნენ ბარბაროსი-გოთები, რომლებიც დუნაიზე სახლობდნენ. მათ დაიპყრეს ფრაკია და კონსტანტინეპოპლისკენ გაემართნენ . როდესაც იმპერატორი, ლაშქართან ერთად, დედაქალაქიდან გადიოდა მტერთან საბრძოლველად, ისააკმა მიმართა მას და უწინასწარმეტყველა, რომ უფალი იმ შემთხვევაში შეეწეოდა მას, თუ მართლმადიდებლებს ტაძრებს დაუბრუნებდა; მაგრამ იმპერატორმა ყური არ ათხოვა ბერის სიტყვებს და თავის თავში დარწმუნებულმა, გზა განაგრძო. სამჯერ გაიმეორა ისააკმა თავისი სიტყვები. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ისააკი ეკლიანი კვრინჩხით სავსე ხრამში ჩაეგდოთ. ხრამის ძირში ჭაობი იყო, რომლიდან გამოსვლაც ყოვლად შეუძლებელი იყო. მაგრამ ღვთის შეწევნით, ისააკი ცოცხალი გადარჩა, ამოვიდა ხრამიდან, დაეწია იმპერატორს და უთხრა: ”შენ გინდოდა დაგეღუპე, მაგრამ ანგელოზებმა ამომიყვანეს ხრამიდან. დამიჯერე, გააღე მართლმადიდებელთა ტაძრები და გაიმარჯვებ მტერზე. ხოლო, თუ არ შეისმენ ჩემს სიტყვას, ცოცხალი აღარ დაბრუნდები და ცეცხლში დაიწვები.” იმპერატორი გააოცა მოხუცის სიმამაცემ და უბრძანა თავის დაახლოებულ პირებს: სატურინსა და ვიქტორს, წაეყვანათ ღირსი მამა და შეპყრობილი ჰყოლოდათ მის დაბრუნებამდე.

წმინდანის წინასწარმეტყველება სულ მალე ახდა: გოთებმა გაიმარჯვეს და ბერძენთა ლაშქარს დაედევნენ. იმპერატორი და მისი არმიის მეთაური, რომელიც, ასევე, არიოზის მიმდევარი იყო, თივით სავსე ქოხში დაიმალნენ, მაგრამ გოთებმა ცეცხლი წაუკიდეს ქოხს და დამალულებს ცეცხლში ამოხდათ სული.

იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, ისააკი გაათავისუფლეს და პატივს მიაგებდნენ, როგორც წინასწარმეტყველს. როდესაც იმპერატორის ტახტზე წმიდა თეოდოსი დიდი (379-395) ავიდა, მან, სატურინისა და ვიქტორის რჩევით, იხმო წმიდა ისააკი, დიდი პატივით მიიღო, ლოცვა-კურთხევა სთხოვა და ყველა მისი დარიგება შეასრულა: განდევნა არიოზის მიმდევრები კონსტანტინეპოლიდან და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს უდაბნოში უნდოდა დაბრუნება, მაგრამ სატურინმა და ვიქტორმა სთხოვეს, არ დაეტოვებინა კონსტანტინეპოლი და დაეცვა იგი თავისი ლოცვით. მათ, კონსტანტინეპოლის შემოგარენში,  საცხოვრებელი აუგეს წმინდანს. წმინდანთან ბერებმა დაიწყეს თავმოყრა. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი წმიდა ისააკი იყო. იგი ყოველთვის ეწეოდა ერისკაცებს, ეხმარებოდა ღატაკებსა და გაჭირვებულებს. როდესაც ღრმად მოხუცდა, ღირსმა ისააკმა, თვის ნაცვლად, იღუმენად ღირსი დალმატი (ხს. 3 (17) აგვისტოს) დაადგინა, მომავალში მონასტერს ღირსი დალმატის სახელი ეწოდა.

ღირსი ისააკი 383 წელს აღესრულა. მისი ხსენება 22 მარტსაც არის დაწესებული.

კონდაკი, ჴმა ჱ

ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, ქრისტეს ეკკლესიისა შურითა აღტყინებულმან, აღვირნი იგი ვალენტიანესნი იპყრენ, და წინასწარ-მეტყველე მისა მიმართ, დახშვისა-თჳს ეკკლესიისა, წარსაწყმედელი იგი სიკუდილი, ვინაცა იოხე ჩუჱნ ყოველთა-თჳს ღირსო ისააკ, რომელნი პატივს გცემთ შენ.




right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...