მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მე-2 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-8. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - რომ. 86 დას. IV, 4-12. მთ. 22 დას. VII, 15-21. მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. მთ. 34 დას. IX, 36-38; X, 1-2, 5-8.

day_icon   

ხსენება მოციქულისა ერმისა, 70-თაგანისა (I); მოწამისა ჰერმესისა (II); მოწამისა ფილოსოფოსისა (III).

 

 

 


 



წმიდა მოციქული ერმი, სამეოცდაათთაგანი, ფილიპოპოლის ეპისკოპოსი იყო. მას წმიდა პავლე მოციქული მოიხსენიებს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,14). ქრისტეს აღსარებისათვის მოციქულმა მრავალი დევნა დაითმინა წარმართებისაგან, მაგრამ მშვიდობით აღესრულა.

 

წმიდა მოწამე ჰერმესი კომანში აღესრულა, იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანმა, რომელსაც ქრისტიანთა დევნა ჰქონდა დავალებული, წმინდანს შესთავაზა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის და, სანაცვლოდ, იმპერატორის წყალობა და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა მხედარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა. ბევრს ეცადნენ მის დაყოლიებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ სებასტიანმა ბრძანა, ეტანჯათ იგი: წმინდანს ისე ურტყამდნენ სახეში, რომ კანი გააძვრეს, შემდეგ კი გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს; მაგრამ სამი დღის შემდეგ, როდესაც ღუმელის კარი გახსნეს, წმინდანი უვნებელი გამოვიდა იქიდან. მაშინ სებასტიანმა უბრძანა მოგვს, შხამიანი სასმისი მიეცა ჰერმესისთვის. მოწამლულ სასმელს წმიდა ჰერმესისთვის ზიანი არ მოუტანია. იგი უვნებელი გადაურჩა მეორე ფინჯან უძლიერეს შხამსაც. ამის მხილველმა მოგვმა აღიარა ქრისტე, მოინანია ცოდვები და მაშინვე მოკლულ იქნა წარმართთა მიერ. მან თავისივე საკუთარი სისხლით იღო ნათელი და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.

წმიდა ჰერმესს კიდევ უფრო სასტიკი სატანჯველი მოუვლინეს: მას ძარღვებს აცლიდნენ, მდუღარე კალაში აგდებდნენ, თვალები დასთხარეს, მაგრამ იგი მორჩილებით ადიდებდა იესო ქრისტეს. ბოლოს, წმიდა ჰერმესი თავდაღმა დაჰკიდეს. სამი დღის შემდეგ, სებასტიანის მიერ გაგზავნილმა კაცებმა, რომლებსაც წმინდანის სიკვდილი უნდა დაედასტურებინათ, ცოცხალი იხილეს იგი. ამ სასწაულით გაოგნებული კაცები დაბრმავდნენ. ისინი დაემხნენ წმინდანის წინაშე და შემწეობა ითხოვეს მისგან. წმინდანმა უთხრა დაბრმავებულებს, მიახლოვებოდნენ, დაადო თავზე ხელები და განკურნა, იესო ქრისტეს სახელით.  გამძვინვარებულმა მმართველმა ბრძანა, კანი გაეძროთ წმინდანისთვის, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. მაშინ, გონიდან გადასულმა სებასტიანმა, საკუთარი ხელით, დანით წარკვეთა თავი წმინდანს. ქრისტიანებმა იდუმალად დამარხეს წმიდა ჰერმესის სხეული, დამარხვამდე, ჰერმესის წმიდა ნაწილებმა უამრავი სნეული განკურნა.

ტროპარი, ჴმა დ

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა ვ

რომელმან ქრისტეს-თჳს გულს მოდგინედ იღვაწე, და მჴცოვანებასა შინა სიმხნეჲ და ახოვნებაჲ მოიგე, მოწამეო ერმი, და უღმრთოთა იგი ბოროტთ განზრახვანი დასთრგუნენ ძალითა ქრისტესითა, და მწამლველთა სასმელისაგან უვნებელად დაიცევ და ღაღადებდი: ღმერთი არს ჩემ თანა, და ვერა რაჲ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.მორჩილებით ადიდებდა იესო ქრისტეს.


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...