მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-8. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - რომ. 90 დას. V, 17 - VI, 2. მთ. 31 დას. IX, 14-17. ქალწულმოწ. - 2 ტიმ. 296 დას. III, 10-15. მთ. 104 დას. XXV, 1-13.

day_icon   

ხსენება  მოწამეთა: ლუკიანესი, კლავდისა, იპატისა, პავლესი, დიონისესი და ქალწულმოწამისა პავლასი (+270-275); მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლინე დიაკონისა, მარკელინესი და სატურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (+81-96)






ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.

მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას - კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმინდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმინდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.

მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმინდა ქალწული - პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...