მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული. შაბათი. ხმა მე-8. საკ.: ლიტ. - რიგ. - რომ. 84 დას. III, 19-26. მთ. 20 დას. VII, 1-8. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

day_icon   

 

 ხსენება  წმ. მიტროფანესი, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (დაახ. 326); მოწამეთა: ფრონტასიოსისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I); მოწამისა კონკორდიოსისა (დაახ. 175); მღვდელმოწამისა ასტიოსისა, დირაქიელი ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ბაბილონელი ეპისკოპოსისა (VI). 



წმინდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326), მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი, რომის იმპერატორის, პრობის (276-282), ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმინდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან - ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმინდით გამორჩეული ეპისკოპოსის, ტიტეს (242-272), ხელმძღვანელობით დაიწყო წმინდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი - მიტროფანე (316 წელს).

ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმინდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმინდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმინდა იმპერატორმა კრების წმინდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმინდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმინდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმინდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი. კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე - ეპისკოპოსი ალექსანდრე, და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქედიაკონი ათანასე დაიკავებდა.

წმინდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...