მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მეორე კვირიაკე. ხმა 1-ლი. საკ.: ცისკ. - სახ. მე-2, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - რომ. 81 დას. (შუათგან), II, 10-16. მთ. 9 დას. IV, 18-23. წმ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. მთ. 10 დას. IV, 25 - V, 12.

day_icon   


ხსენება ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმ. მთაზე გაბრწყინებულთა*; ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე განბრწყინებულთა**;  მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერიქესი, აპოლონისა, ლეონიდისი, არიოსისა, გორგისი, სელინადისა, ერინოსისა და პამბოსი (+305-311); ღირსი თეოდორე სასწაულთმოქმედისა (VI); ღირსი ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV); ღირსი დოროთესი, აბბა სერიდის სავანიდან (+620)



* გარდამავალია, მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირას.

** გარდამავალია, მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირას.




წმინდა მღვდელმოწამე დოროთე იყო ფინიკიის ქალაქ ტვირის ეპისკოპოსი, დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305). ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, დოროთე, თანახმად უფლის სიტყვებისა (მთ. 10, 23), მტანჯველებს მოერიდა და დატოვა ტვირი. კონსტანტინე დიდის მეფობისას (306-337) დოროთე კვლავ დაბრუნდა ტვირში და საეპისკოპოსო ტახტი დაიკავა. მღვდელმთავრობის 50 წლის მანძლზე, დოროთემ უამრავი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) დაიწყო ქრისტიანთა დევნა, დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. ტვირიდან იგი მიზიის ქალაქ, უდში (დღევანდელი - ვარნა) წავიდა. იქ იმპერატორის კარისკაცებმა შეიპყრეს და მოსთხოვეს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. დოროთემ მტკიცე უარი განაცხადა.  კარისკაცებმა სასტიკი წამება დაუწყეს 107 წლის მოხუცს. მან ამ ტანჯვაში მიაბარა სული უფალს (დაახლოებით 362 წელს).

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წმინდა მოწამე დოროთემ შეადგინა ”სინოფსისი” - საღვთო გარდამოცემათა კრებული და, ასევე, - წმინდა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების ცხოვრებები.

ტროპარი, ჴმა

 საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად, ამის თჳსცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო დოროთე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა ე

სათნოებითა და საღმრთოთა მოძღვრებითა განბრწყინდი უფროს მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ ნეტარო, და განანათლე ქუჱყანა, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღუთაებისა, და სიბოროტეჲ მწვალებელთა, ამის თჳსცა ჴსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.

 


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...