მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-7 შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-6. საკ.: ლიტ. - საქ. 50 დას. XXVII, 1-44. ინ. 57 დას. XVII, 18-26. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

ხსენება ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი - წმ. ნინოს მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა (დაახ. 284); მოწამისა ასკალონისა (დაახ. 287); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმ. ალექსისა, მოსკოველი მიტროპოლიტისა (1431).







წმინდა ზაბულონი და სოსანა ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს,  მშობლები იყვნენ.

წმინდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით, წმინდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყოფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმინდა გიორგის წამების დროსრომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.

წმინდა ზაბულონის ქადაგების გავლენით, სიკვდილის წინ, ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა, შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმინდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.

წმინდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმინდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი, წმინდა ნინოს შესხმისას, წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.

წმინდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა, მიათხოვა. წმინდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში, კაბადოკიაში, წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ.

როდესაც ნინო თორმეტი წლისა გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმინდა სოსანა, წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ.

როდესაც ნინო თორმეტი წლისა გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმინდა სოსანა,„დედა იგი წმინდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“.

ცნობა წმინდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.

ქართველი ერის განმანათლებლის, წმინდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ - უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა - გლახაკთა მსახურებასა შინა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი განაჩინებს, რათა წმინდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმინდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს - ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას - ღირსი დედა სოსანა ( საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება, 1996 წ., დეკემბერი)”.

 





day_icon   წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) - ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ზღვაში ჩააგდეს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრისა და მსახურების წინაშე კვლავ წამოიმართა ბრწყინვალე სამოსელში შემოსილი წმიდა თალალე. ერთ-ერთმა დიდებულმა, მოგვმა ურვიკიანემ მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმიდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარა მას. ნანახით გაოგნებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, უფალო თალალესო, შეგვიწყალენ ჩვენ!“ ბრბომ შეიპყრო ურვიკიანე და მხეცებს მიუგდო, წმიდა თალალე კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს. მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს.

წმიდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ