მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. სამშაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - რომ. 95 დას. VII, 14 - VIII, 2. მთ. 35 დას. X, 9-15. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.

day_icon   

სენება  მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (+303); მღვდელმოწამისა მარკელინე რომის პაპისა, და მოწამეთა: კლავდისი, კირინისი და ანტონინესი (+304); მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა, მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკინასი და არტემიასი, მეფის ასულისა (+304-310); მოწამეთა: ვალერიასი (კალერიასი), კვირიაკიასი და მარიამისა პალესტინის კესარიას (+284-305)

 

წმიდა მოწამე, თეოდოტე ანკვირელი ცხოვრობდა III საუკუნის მე-2 ნახევარში, ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში, და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის, IV -ის დასაწყისში. წმიდა თეოდოტის ჰქონდა თავისი სასტუმრო და ჰყავდა მეუღლე. მან უკვე იმ დროისათვის მიაღწია დიდ სულიერ სრულყოფას: იცავდა სიწმიდესა და უბიწოებას, ცდილობდა, თავის თავში განემტკიცებინა თავშეკავება და სხეული სულისათვის დაემორჩილებინა, ლოცულობდა და მარხულობდა. თავისი საუბრებით იგი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა იუდეველებსა და წარმართებს, ხოლო ცოდვილებს - სინანულს აღუძრავდა და გამოსწორების სურვილს უნერგავდა. წმიდა თეოდოტიმ უფლისაგან სნეულებზე ხელის დადებით კურნების ნიჭი მიიღო.

იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, ქალაქ ანკვირიის მმართვლად სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი დანიშნეს. მან გააფრთხილა ყველა ქრისტიანი, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ტანჯვა და სიკვდილი ელოდათ. მართლაც, წარმართები აწამებდნენ ქრისტიანებს, მათ ქონებას კი იტაცებდნენ.

ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტი, თავის სასტუმროში იფარავდა  უსახლ-კაროდ დარჩენილ ქრისტიანებს, მალავდა დევნილებს, თავისი მარაგებიდან სწირავდა გაძარცულ ეკლესიებს  საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმინდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს, ამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ და არწმუნებდა, არ ეღალატათ ჭეშმარიტი რწმენისათვის მას ჩუმად გამოჰქონდა, ან მეომრებისგან ფულით იხსნიდა ქრისტიანთა გვამებს და ქრისტიანული წესით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტის სახლში სრულდებოდა. წმიდა თეოდოტი გრძნობდა, რომ მასაც მოწამეობრივი აღსასრული ელოდა. ერთხელ, მღვდელ ფრონტონთან საუბრისას, მან იწინასწარმეტყველა, რომ იგი მალე დაკრძალავდა მოწამეობრივად აღსრულებულის ნაწილებს, მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას. ამ სიტყვების დასტურად წმიდა თეოდოტემ მღვდელს თავისი ბეჭედი მისცა.

ამ დროს, ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმინდანებმა: ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმიდან უფალს უძღვნეს თავი. ისინი განუწყვეტელ ლოცვაში, მარხვაში, კეთილი საქმეების კეთებაში ატარებდნენ თავის ცხოვრებას და სიბერის ასაკამდე მიაღწიეს. თეოტეკნის სამსჯავროზე, ქრისტიანმა ქალწულებმა უშიშრად აღიარეს იესო ქრისტე. თეოტეკნმა მათ სასტიკი სატანჯველი მოუვლინა, მაგრამ ქალწულები ურყევნი იყვნენ. მაშინ მმართველმა ისინი უსირცხვილო ვაჟებს გადასცა შეურაცხყოფისათვის. წმიდა ქალწულები მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს დახმარებას სთხოვდნენ. წმიდა ტეკუსა ვაჯების ფერხთით დაემხო, თავზე მოიხადა და აჩვენა მათ თავისი ჭაღარა თმები. ვაჟები გონს მოეგნენ, ატირდნენ და იქაურობას გასცილდნენ. მაშინ მმართველმა ბრძანა, რომ წმინდანებს ”კერპების განბანვის” რიტუალში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ წმიდა ქალწულებმა კვლავ უარი განაცხადეს. ამისთვის მათ სიკვდილი მიუსაჯეს. თითეულ მათგანს კისერზე მძიმე ქვა მოაბეს და ტბაში დაახრჩვეს. მეორე ღამეს, ტეკუსა გამოეცხადა წმიდა თეოდოტის და სთხოვა, ამოეღო მათი სხეულები ტბიდან და ქრისტიანული წესით დაემარხა. წმიდა თეოდოტიმ თვისი მეგობარი, პოლიხრონიოსი, და სხვა ქრისტიანები იახლა და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართა. ამ დროს, ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს  წმიდა მოწამე, სისანდრე, გამოეცხადა. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა  წმინდანთა ცხედრების დამარხვის შესახებ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად, პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმინდანი სასამართლოზე წარადგინეს. მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივსა და სიმდიდრეს დაჰპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააძლიერეს წმინდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და წმინდანი უვნებელი გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და წმინდანს თავის მოკვეთა მიუსაჯა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმინდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით, ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა. მოგვიანებით, წმინდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წლ 7 (20) ივნისს.

წმინდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა წამება, აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამედროვემ და თანამოსაგრემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში.

 

ტროპარი, ჴმა

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

 

კონდაკი,

ღვაწლი კეთილი მოიღვაწე თანა-ვნებულთა შენთა თანა თეოდოტი, და გვირგვინნი ყოვლად ბრწყინვალენი მოიხვენით, პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულ-მოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუჱნ ყოვალთა-თჳს.

 


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...