მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. მსგეფსი ხსნილია. საკ.: ლიტ. - ეფ. 229 დას. V, 8-19. მთ. 75 დას. XVIII, 10-20.

day_icon   

  

სულიწმიდის დღე. ხსენება წმიდისა მოციქულთასწორისა ნინოსი და განათლება ქართველთა ერისა, წმ. მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; ღირსისა დამიანესი, მეფედყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ ავტორისა (1157); ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სინადელი ეპისკოპოსისა (821); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX).




წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოღვაწეობდნენ მეოთხე საუკუნეში და წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს თანამედროვენი იყვნენ. ღვთის ნებით, წმინდა ნინოს ქადაგებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების ძალით, ჯერ ნანა დედოფალი მოექცა ქრისტეს რჯულზე, შემდეგ კი მეფე მირიანიც გაქრისტიანდა. მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მანვე ააგო სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი. მეფე მირიანმა, წმინდა ნინოს რჩევით, კონსტანტინეპოლში, მეფე კონსტანტინე დიდთან, მოციქულები წარგზავნა და მოძღვრები გაომითხოვა ნათლისღების საიდუმლოს აღსასრულებლად. კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდნენ იოანე ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს გამოუგზავნა მაცხოვრის ჯვარი და ხატი, ასევე - მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და მაცხოვრის სამსჭვალი. მტკვრისა და არაგვის სესართავთან მეფე მირიანმა, ნანა დედოფალმა, მთელმა სამეფო კარმა და სრულიად ქართლმა ნათელ-იღო. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, ააშენეს ეკლესია და დატოვეს სასჭვალნი უფლისა. შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და აქ ძელიცხოვლის ნაწილი დაასვენეს.

მირიან მეფესურდა, სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე, უფლის კვართი, ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.

მცხეთაში ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანის სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.

მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით და ერის თანხლებით, მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.

ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადის ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე კიდასავლეთისკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით თხოთის მთაზე აღამართინა, მეორექალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.

მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვის გაღმა კლდოვან ბორცვზე.

როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.

სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა თავისი ძე, ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიისვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაცწმიდათა წმიდაჲერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.

მადლიერმა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა წმინდანებად შერაცხა და მოციქულთა სწორის სახელწოდება მიანიჭა.

day_icon   ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე, იყო წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის, შვილი. წმინდანი დაახლოებით 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები; როგორც მემატიანე წერს, - დემეტრე „სიბრძნით, სიწმიდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“.

1125 წელს წმინდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.

წმინდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

ძლევამოსილი მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე, დავითი, აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამა სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ ექვს თვეს იმეფა და გარდაიცვალა.

ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი, გიორგი, გამოაცხადა.

დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა:

„შენ ხარ ვენახი ახლად აყუავებული,

მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული,

ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული,

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“.

ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.

კეთილმსახური მეფისა და წმინდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმინდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ


right_bar_header

<  პარასკევი 20/7/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ღირსისა თომა მალეელისა; ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა; მოწამეთა: პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი; ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა; მოწამისა ევანგელესი...