მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - რომ. 79 დას. I, 1-7, 13-17. მთ. 10 დას. IV, 25 - V, 13. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

ხსენება ღირსისა სვიმეონ მესვეტისა (596); მოწამეთა: მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალენიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი და ფავსტოსი და მათთანა 1218-თა მხედართა დედებითა და ყრმებითა (დაახ. 21




წმინდა სვიმეონ მესვეტე, საკვირველ მთაზე მოღვაწე, რომელიც დღევანდელ დღეს მოიხსენიება, უნდა გავარჩიოთ იმ წმინდა სვიმეონ მესვეტისგან (+459), რომელიც 1/15 სექტემბერს მოიხსენიება და რომელიც, აგრეთვე, ანტიოქიისა და სირიის მისადგომებთან მოღვაწეობდა.

 

ღირსი სვიმეონ მესვეტე, საკვირველ მთაზე მოღვაწე, დაიბადა 521 წელს, სირიის ანტიოქიაში, ღვთისმოსავი მშობლების, იოანესა და მართას ოჯახში. წმინდა მართას (ხს. 4 (17) ივლისს) ადრეული ასაკიდანვე უნდოდა, ქალწულება დაემარხა და თავი უფლისთვის მიეძღვნა, მაგრამ მშობლები ახალგაზრდა იოანეზე დაქორწინებას აიძულებდნენ. წმინდა მართა მხურვალედ ლოცულობდა იოანე ნათლისმცემლის წინაშე და ევედრებოდა, ეუწყებინა უფლის ნება. მართლაც, მას ძილში ეუწყა, რომ დამორჩილებოდა მშობლების ნებას და იოანეზე დაქორწინებულიყო. ოჯახურ ცხოვრებაში მართა ყოველთვის ცდილობდა, უფლისა და ქმრის მორჩილი ყოფილიყო. თავის ლოცვებში, იგი ევედრებოდა ღმერთს, ძე მიეცა მისთვის და აღუთქვამდა, რომ უფლის სამსახურისთვის აღზრდიდა მას. ერთხელ, წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა წმინდა მართას და აუწყა, რომ მას ეყოლებოდა ძე, რომელიც ღვთისმსახური გახდებოდა. მართლაც, მართას შეეძინა ძე, რომელსაც  სვიმეონი დაარქვეს და  2 წლის ასაკში მონათლეს.

 

როდესაც სვიმეონი 6 წლის შესრულდა, ანტიოქიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც სვიმეონის მამა იმსხვერპლა. მიწისძვრის დროს სვიმეონი ეკლესიაში იყო. იქიდან გამოსულს გზა დაებნა და 7 დღე ვინმე ღვთისმოსავ ქალთან გაატარა, რომელმაც დაკარგული ბავშვი შეიფარა. იოანე ნათლისმცემელი კვლავ გამოეცხადა მართას და აუწყა, სად იმყოფებოდა მის ძე. მართამ იპოვნა ბავშვი და მიწისძვრის შემდეგ ანტიოქიის შემოგარენში დამკვიდრდა. ჯერ კიდევ ყრმობაში წმინდა სვიმეონს რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და დიადი მომავალი უწინასწარმეტყველა.

 

6 წლის იყო სვიმეონი, როდესაც უდაბნოში წავიდა და გარკვეული პერიოდი სრულ მარტოობაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას ანგელოზი იცავდა. ბოლოს, ანგელოზმა იგი  განმარტოებით მდგარ მონასტერში მიიყვანა. მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა აბბა იოანემ, რომელიც სვეტზე მოღვაწეობდა, სიყვარულით მიიღო ყმაწვილი.

 

მცირე ხნის შემდეგ სვიმეონმა თხოვნით მიმართა მამა იოანეს, მისთვისაც მიეცა კურთხევა, სვეტზე ეღვაწა. იღუმენის კურთხევით, მისივე სვეტის სიახლოვეს მონასტრის ძმებმა  ახალი სვეტი აღმართეს. იღუმენმა 7 წლის ყრმა სამონაზვნედ აღკვეცა და თავის ხელით აიყვანა სვეტზე. ყრმა სვიმეონი, რომელსაც უფალი განამტკიცებდა, სწრაფად იზრდებოდა სულიერად. ცოტა ხანში მან, თავისი მოღვაწეობით, თავის გამოცდილ მოძღვარსაც კი გაუსწრო. უფლისგან ჯილდოდ წმინდა სვიმეონმა კურნების ნიჭი მიიღო. მისი სახელი შორს განითქვა. მასთან უამრავმა ხალხმა დაიწყო მოსვლა, როგორც სასულიერო პირებმა, ასევე - ერის წარმომადგენლებმა, რათა მიეღოთ მისი რჩევა, ან განკურნებულიყვნენ სენისგან. თავად სვიმეონი კი თავმდაბლად განაგრძობდა თავისი მოძღვრის მორჩილებაში ცხოვრებას.

 

11 წლის რომ შესრულდა, ყრმა სვიმეონმა გადაწყვიტა, უფრო მაღალ სვეტზე დაეწყო მოღვაწეობა. ამ სვეტის სიმაღლემდე 40 საფეხური იყო ასავლელი. ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსებმა, რომლებიც თავად მივიდნენ სვიმეონის მოღვაწეობის ადგილას, დიაკვნად დაასხეს მას ხელი და აკურთხეს, უფრო მაღალ სვეტზე ასულიყო. ამ სვეტზე სვიმეონი 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

 

ღირსი სვიმეონი მხურვალედ ლოცულობდა, რათა სულიწმინდა გადმოსულიყო მასზე. მოღვაწის ლოცვა შესმენილ იქნა უფლის მიერ: სულიწმინდა  მასზე  ანთებული სანთლის სახით გადმოვიდა და მოღვაწე საღმრთო სიბრძნით აავსო.

 

მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ, სვიმეონმა ამგვარად დაყო თავისი დღე: მზის ამოსვლიდან დილის 9 საათამდე იგი ლოცულობდა. შემდეგ, მზის ჩასვლამდე, კითხულობდა წიგნებს და იწერდა საღვთო წერილს. მზის ჩასვლის შემდეგ კვლავ ლოცვად დგებოდა და მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდა. ახალი დღის დასაწყისში ცოტას ისვენებდა და მზის ამოსვლისთანავე კვლავ ლოცვად დგებოდა.

 

22 წლის ასაკში, წმინდა სვიმეონი, ღვთის ბრძანებით, საკვირველ მთაზე გადავიდა სამოღვაწეოდ. იგი, თავდაპირველად, ქვაზე მოღვაწეობდა, სწორედ იმ ადგილას, სადაც უფალი გამოეცხადა, მერე კი კვლავ მისთვის აღმართულ სვეტზე გადავიდა. წმინდა სვიმეონი მომავალსაც წინასწარმეტყველებდა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის, ეფრემის გარდაცვალება და ეპისკოპოს დომნის ავადმყოფობა. მან უწინასწარმეტყველა ქალაქ ანტიოქიას მიწისძვრა და ქალაქის მაცხოვრებლებს ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდებდა. საკვირველ მთაზე წმინდა სვიმეონმა დააარსა მონასტერი. მონასტრის ტაძარს  წმინდა სვიმეონის მიერ განკურნებული ადამიანები აშენებდნენ. 39 წლის რომ შესრულდა, ღვთის ბრძანებით, წმინდა სვიმეონი, სელევკიის ეპისკოპოსმა, დიონისემ, მღვდლად აკურთხა. 75 წლის ასაკში, მას ეუწყა უფლისაგან, რომ მალე გავიდოდა ამ ქვეყნიდან. მან იხმო მონასტრის საძმო, აკურთხა, გამოეთხოვა და 596 წელს, მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

 

როგორც სიცოცხლეში, ასევე - სიკვდილის შემდეგაც, ღირსი სვიმეონი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს, კოჭლებს, კეთროვნებს... მრავალი იხსნა ველური მხეცებისგან, განდევნიდა ეშმაკებსა და აღადგენდა მკვდრეთით.

 

ტროპარი, ჴმა ა

 

უდაბნოსა მოქალაქე, და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო სიმეონ, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა, და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

კონდაკი, ჴმა ბ

 

ზენასა მოსურნემან, დაუტევენ ქუჱნანი, და მსგავსად ცისა სვეტი შეიმზადე, რომლისა მიერ განათლდი სასწაულთა შარავანდედითა ღირსო, და ყოველთა ღმერთსა ქრისტესა ევედრები დაუცხრომელად ჩუჱნ ყოველთა-თჳს.

 


right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ