მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ცისკ. - ლკ. 31 დას. VII, 17-30. ლიტ. - რომ. 80 დას. I, 18-27. მთ. 12 დას. V, 20-26. ნათლისმცემ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 40 დას. XI, 2-15.

day_icon   
მცხეთის ჯვრის დღესასწაული*; მესამედ პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა და დიდებულისა წინასწარ-მეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესი; ხსენება მღვდელმოწამისა თერაპონტისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა.
 






 
მესამედ პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა და დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, იოანესი, მოხდა, დაახლოებით, 850 წელს. კონსტანტინეპოლში დაწყებული არეულობის გამო, რომელიც წმიდა იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს) გადასახლებით იყო გამოწვეული, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გადაბრძანებულ იქნა კომანში (დაახლოებით 810-820 წლებში) და იქ, ხატმებრძოლობის პერიოდში, დაფლულ იქნა მიწაში. როდესაც ხატთაყვანისცემა კვლავ აღდგა, პატრიარქ ეგნატეს (847-857) ღამით, ლოცვისას, გამოცხადებით ეუწყა ადგილი, სადაც წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი იყო დაფლული. პატრიარქმა ეგნატემ ამის შესახებ  იმპერატორს მოახსენა. იმპერატორმა წარმომადგენლები გაგზავნა კომანში და, დაახლოებით, 850 წელს, იმპერატორის მიერ წარგზავნილმა ელჩებმა, პატრიარქ ეგნატეს მიერ მითითებულ ადგილას, მესამედ იპოვნეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი. მოგვიანებით, თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და იქ, 25 მაისს (7 ივნისს) კარის ეკლესიაში დააბრძანეს. თავის ნაწილი ინახება ათონის მთაზე. 
 

 

ტროპარი, ჴმა დ

 

ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქუჱყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუჱნა ჩუჱნ თავი შენი, წინამორბედო და ნათლის-მცემელო, ყოველნი უკუჱ პოვნასა მისსა შემოკრებულნი, გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუჱნთა მეოხებითა შენითა.

 

კონდაკი, ჴმა ბ

 

წინასწარ-მეტყველო ღმრთისაო, და წინა-მორბედო მადლისაო, თავი შენი ვითარცა საღმრთო ნიჭი ვპოეთ ქუჱყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ჰქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

 

სხუა კონდაკი, ჴმა ბ

 

იროდის მიერ უსჯულოსა ბილწთა დედათა-თჳს თავი მოგეკუჱთა წინა-მორბედო, ხოლო ჩუჱნ პატიოსანსა ამას თავის პოვნასა შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მონიჭებად ჩუჱნდა დიდი წყალობაჲ.

 



right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ