მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან პირველი შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - რომ. 82 დას. II, 14-29. მთ. 14 დას. V, 33-41. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

სენება ღირსისა ბასილისა, ძისა მეფისა ბაგრატ III-ისა; ღირსისა მიქაელ პარეხელისა; მღვდელმოწამისა თერაპონტისა, სარდიელი ეპისკოპოსისა; მოწამეთა თეოდორა ქალწულისა და დიდიმო მხედრისა.















ხსენება ღირსისა ბასილისა, ძისა მეფისა ბაგრატ III-ისა; ღირსისა მიქაელ პარეხელისა; მღვდელმოწამისა თერაპონტისა, სარდიელი ეპისკოპოსისა; 






ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის, შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა, ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.

წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830), „კალმასობაში“, ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.

ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით,  ბასილი ბაგრატის ძეს, მოიხსენიებს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“...

ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს), ის, ლოცვა-კურთხევის მისაღებად, მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ...“

შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.

საქართველოს ეკლესიის სამკაული და  ჩვენი ქვეყნის განმანათლებელ, წმიდა ბასილი ბაგრატიონი, აღესრულა ათონის წმიდა მთაზე, ივერთა მონასტერში.


წმიდა მღვდელმოწამე, თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი, ქრისტესთვის ეწამა III საუკუნეში, ვალერიანეს მეფობის დროს. მან მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იულიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით, შემდეგ კი სასტიკად აწამეს, მაგრამ წამებამ ვერ შეარყია მღვდელმოწამის რწმენა. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ, სინაონში, შემდეგ კი - ანკვირიაში ჩაიყვანეს. ამ ქალაქებში მას კვლავ აწამებდნენ. შემდეგ წმინდანი მდინარე ასტალესთან მიიყვანეს, შიშველი, ჯვრის სახით გააწვინეს მიწაზე, მიაბეს მიწაში ჩასობილ 4 პალოს და სასტიკად სცემეს. ბოლოს, ქრისტეს აღმსარებელს, სარდეს სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებულ სალატიის საეპისკოპოსოში ამოხადეს სული ტანჯვითა და წამებით. მოწამის სისხლით გაჟღენთილი გამხმარი პალოები, რომლებზეც წმინდანი იყო მიბმული, აყვავდა, ხოლო მისმა ფოთლებმა მაკურნებელი თვისება მიიღო.






day_icon   

ღირსი მიქელ პარეხელი, წარმოშობით, შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე, თავისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა, ღვთაებრივი გამოცხადებით, მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე, სამცხეში გაეგზავნა, მონასტრის ასაშენებლად. ისინიც, ძმებთან ერთად, გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი, ეშმაკი, ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა გამრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ერთხელ, მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით, კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

წმიდა ბასილ ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები, მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ, შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.

 

 

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს, ქალაქ ალექსანდრიაში, დაახლოებით - 303 - 304 წელს.

წმიდა ქალწულმა, თეოდორამ, ალექსანდრიის მმართველის, ევსტრატის, წინაშე თამამად აღიარა ქრისტიანობა. ევსტრატის კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა, თეოდორამ მიუგო, რომ თავი უფალს განუკუთვნა და მისი სახელისთვის  ქალწულება დაიმარხა. ევსტრატიმ წმიდანს სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად და დაემუქრა, რომ თუ არ შეინანებდა, საროსკიპოში ჩააგდებდა. დაკითხვაზე ხელმეორედ მიყვანილმა ქალწულმა კვლავინდებურად მტკიცედ დაიცვა თავისი რწმენა. მაშინ იგი, შეპირებისამებრ, საროსკიპოში ჩააგდეს. მხედრის სამოსით შემოსილი ქრისტიანი დიდიმე დაუბრკოლებლად შევიდა სამეძაოში, დაფანტა შეშინებული გარყვნილები, თეოდორას თავისი ტანსაცმელი გადააცვა და გამოაპარა. როცა მომხდარი ევსტრატის აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმიდა დიდიმე. წმიდანმა თამამად აღიარა, თუ როგორ გაათავისუფლა წმიდა აღმსარებელი. დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ, მოწამესთან მივიდა წმიდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა, მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის შემყურე ევსტრატიმ ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი.

წმიდა ცხედრები ცეცხლში დაწვეს.

 


right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ