under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეექვსე შვიდეული. ხმა მე-4. ხუთშაბათი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 129 დას. III, 18-23. მთ. 54 დას. XIII, 36-43. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

 

 

 

 

ცამეტი ასურელი მამა

 




ხსენება ღირსისა მიქაელ ულუმბოელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI); მოწამეთა: ლეონტისი, ჰიპატისი და თეოდულესი (70-79)

 

წმინდა მოწამენი, ლეონტი, იპატი და თეოდულე, რომაელი მეომრები იყვნენ. წმინდა მოწამე, ლეონტი, წარმოშობით ბერძენი, ვესპასიანის მმართველობის (70-79) ხანაში, ფინიკიის ქალაქ ტრიპოლში იმპერატორის ჯარების მხედართმთავრად მსახურობდა. იგი გამოირჩეოდა სიმამაცითა და გონიერებით. კეთილშობილებისა და სიკეთის გამო, მას დიდ პატივს სცემდნენ ტრიპოლის მეომრები და მაცხოვრებლები.

იმპერატორმა რომის სენატორი, ადრიანე, ფინიკიის მხარის მმართველად დანიშნა და ქრისტიანთა დევნა დაავალა. იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანები უარს იტყოდნენ, მსხვერპლი შეეწირათ რომაული კერპებისათვის, ისინი სატანჯველად უნდა გადაეცათ და ბოლოს, სიკვდილით დაესაჯად. ადრიანე ფინიკიისკენ გაემართა. გზაზე მას აცნობეს, რომ წმინდა ლეონტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. მმართველმა ტრიპოლში ტრიბუნი იპატი გაგზავნა, მეომრებთან ერთად და ლეონტის მოძებნა და შეპყრობა დაავალა. გზაში იპატი შეუძლოდ შეიქნა და ისე ცუდად გახდა, რომ სიკვდილის პირას მივიდა. მას ძილში გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ”თუ გინდა, გამოჯანმრთელდე, შენს მეომრებთან ერთად, სამჯერ დაიძახე: ლეონტის ღმერთო, შემეწიე”. იპატიმ თვალი გაახილა და ანგელოზი რომ დაინახა, უთხრა: ”მე  ლეონტის შესაპყრობად ვარ გაგზავნილი და როგორღა მივმართო მის ღმერთს?” ამ დროს ანგელოზი გაუჩინარდა. იპატიმ მოუთხრო მეომრებს თავისი ხილვის შესახებ. მეომრებს შორის იპატის მეგობარი, თეოდულეც, იყო. მეომრებმა სამჯერ მოუხმეს ლეონტის ღმერთს. იპატი მაშინვე განიკურნა. მეომრებს უხაროდათ, მხოლოდ თეოდულე იჯდა განცალკევებით და მომხდარი სასწაულის შესახებ ფიქრობდა. მისი სული ღვთის სიყვარულით აღივსო და მან დაარწმუნა იპატი, მარტოები წასულიყვნენ ქალაქში წმინდა ლეონტის მოსაძებნად.

ქალაქში შესვლისას მათ უცნობი მამააცი შეხვდათ, რომელმაც მგზავრები თავისთან სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. გაიგეს რა, რომ მათი გულუხვი მასპინძელი სწორედ წმინდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე ფერხთით ჩაუვარდნენ მას და სთხოვეს, ქრისტეს სარწმუნოება ესწავლებინა. იპატი და თეოდულე იქვე მოინათლნენ. როდესაც წმინდა ლეონტიმ ნათლობის ფორმულა წარმოთქვა, ახალმონათლულებს თავზე ნათელი ღრუბელი დაადგათ და მაცხოვნებელი წვიმა წამოვიდა. ამასობაში, დანარჩენი მეომრები, რომლებიც თავის მეთაურს ეძებდნენ, ქალაქში შემოვიდნენ. ქალაქში მოვიდა თავად მმართველი, ადრიანეც. მომხდარის შესახებ რომ შეიტყო, ადრიანემ დაიბარა ლეონტი, იპატი და თეოდულე და სიკვდილის მუქარით, ქრისტეს უარყოფა და რომაული კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. სამივე მოწამემ მტკიცედ აღიარა ქრისტეს სარწმუნოება. მაშინ, წმინდა იპატი ბოძზე დაკიდეს და რკინის კაუჭებით დაუწყეს წამება, წმინდა თეოდულეს კი კეტებს ურტყამდნენ. წამებით რომ ვერაფერს გახდნენ, მოწამეებს ხმლით თავები მოჰკვეთეს.

წმინდა ლეონტი, ტანჯვის შემდეგ, ჯურღმულში ჩასვეს. დილით იგი მმართველის წინაშე წარსდგა. ადრიანე ცდილობდა, მოესყიდა ლეონტი, მაგრამ ვერაფერს მიაღწია და სატანჯველად გადასცა მოწამე. წმინდა ლეონტი, მთელი დღის განმავლობაში, კისერზე მძიმე ქვით, თავდაღმა ეკიდა სვეტზე, მაგრამ ვერანაირმა ძალამ ვერ აიძულა იგი, უარეყო ქრისტე. მმართველმა ბრძანა, იქამდე ერტყათ კეტები მოწამისთვის, სანამ სული არ ამოხდებოდა.

წმინდა ლეონტის სხეული ქალაქგარეთ გადააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას, ტრიპოლის მახლობლად. წმინდა მოწამენი აღესრულნენ, დაახლოებით, 70-79 წლებში.

წმინდა ლეონტის დაკითხვა, მისი ტანჯვა და სიკვდილი თუთიის ფირფიტებზე ჩაწერა სამსაჯვროზე მყოფმა მწერალმა. ეს ფირფიტები წმინდა მოწამის კუბოში იქნა შენახული.

 

ტროპარი, ჴმა დ

მოწამემან შენმან, უფალო, ლეონტი, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა გ

ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ, და წარმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაჲ, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერება იგი ღმრთისა მოძღვრებითა ღმრთის მსახურებისათა, ღმრთიუ-განბრძნობილო მოწამეო, ამის-თჳს ჴსენებასა შენსა სიყვარულით პატივს-ვჰსცემთ ჩუჱნ, ყოვლად ბრძენო ლეონტი.

 

წმინდა მიქაელ ულუმბოელი, აბიბოს ნეკრესელთან, ანტონ მარტყოფელთან, დავით გარეჯელთან, ზენონ იყალთოელთან, თადეოზ სტეფანწმინდელთან, ისე წილკნელთან, იოსებ ალავერდელთან, ისიდორე სამთავნელთან, პიროს ბრეთელთან, სტეფანე ხირსელთან და შიო მღვიმელთან ერთად, იყო ერთ-ერთი იმ 13 ასურელ მამათაგან, რომლებმაც თავის მოძღვართან, იოანე ზედაზნელთან ერთად, საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. წმინდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმინდა ნაწილები.

 

 


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.