კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისა (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათასი;
ხსენება კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლისა (+X);
სვეტიცხოვლობა
კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა - უძველესი დღესასწაულია. ეკლესიამ, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს ცალ-ცალკე იხსენიებს თითოეულ მოციქულს, მათი ერთად ხსენებაც დააწესა, წმიდა დიდებულთა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს ხსენების მეორე დღეს.
ამ დღეს სვეტიცხოვლობასაც ვუწოდებთ, რადგან სვეტიცხოველი თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული.
ტროპარი, ჴმა დ
მოციქულთა თავნო, და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობა.
კონდაკი, ჴმა
შენ სარწმუნოებისა კლდესა გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლად პატიოსნებასა მოწაფეთასა, და პავლეს თანა, ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ჴსენებისა აღმასრულებელნი, სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.
|