under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მერვე შვიდეული. ხმა მე-6. პარასკევი. მარხვა. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 148 დას. XI, 8-22. მთ. 71 დას. XVII, 10-18. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

day_icon   

 ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა,

ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1068);

მოწამისა იაკინთესი (108); მოწამეთა: დიომიდესი,

ევლამპისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); 

მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV); ღირსისა ალექსანდრესი,

„მღვიძარეთა“ სავანის დამაარსებელისა (დაახლ. 430);

ანატოლი კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (458). 
ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული

სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტში.

 

 




წმინდა გიორგი ღმერთშემოსილი

 

წმინდა გიორგი ღმერთშემოსილი, გიორგი მთაწმინდელის მოძღვარი, განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით, საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო, მაგრამ წმინდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში იპოვა თავშესაფარი. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შეყენებულს. დღეს ჩვენ ცოტა რამ ვიცით მისი ცხოვრების შესახებ, მაგრამ აქედანაც კარგად ჩანს, რომ იგი, ერთდროულად, უდიდესი ასკეტიც იყო და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება - ღმერთშემოსილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგი შეყენებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა თავისი სულიერი შვილი, გიორგი მთაწმინდელი. მისი თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმინდა გიორგი შეყენებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.

 

წმინდა გიორგი შეყენებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის, წმინდა გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდეგ.


წმინდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.

ერთხელ იაკინთე, ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.

წმინდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მტკიცედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით, აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.

მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმინდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმინდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს.

 

ტროპარი, ხმა დ

 

მოწამემან შენმან, უფალო, იაკინთე, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიღო უხრწნელებისა შენი მიერ, ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეუცებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

 

კონდაკი, ხმა ზ

 

ხედ ცხოვრებისად სულსა შორის თჳსსა სარწმუნოება შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან, და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გველისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა, ამის-თჳსცა გვირგვინოსან ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალ მოწყალე.

 


 

 

 

 

წმინდა მოწამენი: დიომიდე, ევლამპი, ასკლიპიოდოტე და გოლინდუხა, ნეტარ იაკინთესთან ერთად, მოწამეობრივად აღსრულებულ თეოდოტესა და თეოდოტიას (ხს. 4 ივლისს) რაზმის წევრები იყვნენ. მეომრებმა მხნედ აღიარეს ქრისტე, სისხლი დასთხიეს მისი სახელისათვის და, განწმენდილები, ზეციურ მხედრობას შეუერთდნენ.

 

 

 

 

წმინდა მოწამენი, მოკი და მარკოზი, ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და მმართველ მაქსიმიანეს სამსჯავროზე წარადგინეს. მარტვილებმა უარი განაცხადეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც თავები მოჰკვეთეს.

 

 

 

 

ღირს ალექსანდრეს, მღვიძარეთა სავანის დამაარსებლის, ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 23 თებერვალს და 3 ივლისს. ცნობები მის შესახებ 23 თებერვლის საკითხავშია მოთავსებული.

 

 

 

 

წმინდა ანატოლი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი, ალექსანდრიაში დაიბადა, IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, მაგრამ შემდეგ ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს, ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, წმინდანი, დიაკვნის ხარისხში, თან ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 18 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუ-სწავლება.

 

წმინდა ანატოლი დიაკვნად მსახურობდა ალექსანდრიაში ღირსი კირილეს (+444) მიცვალების შემდეგაც, როცა კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც, ქრისტეს განხორციელების შემდეგ, მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა, კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს, ეფესოში, დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში ”ავაზაკთა” კრების სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ფლაბიანეს.

 

დაქვრივებული კათედრა წმინდა ანატოლიმ დაიჭირა და მხნედ შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს, კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებაზე, ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი, დევნულობაში აღსრულებული პატრიარქი - აღმსარებელი ფლაბიანე - წმინდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადმოასვენეს.

 

მომდევნო, 451 წელს, პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით, ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა. მასში ნათქვამია: ”ვართ რა მიმდევარნი წმინდა მამათა მოძღვრებისა, ყველანი ერთად ვასწავლით... ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღიარებას, როგორც სრულყოფილს ღვთაებრიობით, სრულყოფილს ადამიანურობით, ჭშმარიტ ღმერთსა და ჭშმარიტ კაცს... მხოლოდშობილს ორი ბუნებით, შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შემეცნებულს”...

 

წმინდანის კანონიკური მემკვიდრეობიდან, განსაკუთრებით, გამოირჩევა IV მსოფლიო კრების 28 კანონი, კნსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის ძველი რომის საყდართან თანასწორობის შესახებ. ნეტარმა მამამ დიდი წვლილი შეიტანა მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ საგანძურშიც. საღვთისმსახურო წიგნებში მისი დასდებლები აღნიშნულია წარწერით: ”ანატოლისანი”.

day_icon   

ყოვლადწმიდა სამების დღესასწაული ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტში

 

სოფელი გერგეტი ერთ-ერთი ულამაზესი მაღალმთიანი სოფელია. აქ მდებარეობს ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტერი (XIV), რომლიც, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ძნელბედობის ჟამს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმიდა ნინოს ჯვრის სახიზარი ადგილი ყოფილა. გერგეტის სამების ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულია მცირე ზომის საბჭელი, სადაც ძველად, თემის უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადასაწყვეტად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა. გერგეტის მონასტერში, ყოველი წლის 3 (16) ივლისს, მორწმუნე ერი ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულს ზეიმობს.

 


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.