under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეცხრე შვიდეული. ხმა მე-8. ხუთშაბათი. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 155 დას. XIV, 6-19. მთ. 81 დას. XX, 17-28. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 67 დას. XII, 32-40.

day_icon   

ხსენება მღვდელმოწამისა ბაგრატისა (პანკრატისა), ტავრომენიელი ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა კირილესი, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); ღირსმოწამეთა: პატერმოთისა, კოპრესი და მოწამისა ალექსანდრესი (361-363); თეოდორესი, ედესელი ეპისკოპოსისა (IX).

 

წმინდა მოწამე, პანკრატი, ტავრომენიის ეპისკოპოსი,  იმ დროს დაიბადა, როდესაც განკაცებული უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, კაცობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა.

პანკრატის მშობლები, წარმოშობით, ანტიოქიიდან იყვნენ. შეიტყო რა იესო ქრისტეს შესახებ, პანკრატის მამამ წაიყვანა თავისი პატარა ვაჟი და იერუსალიმისაკენ გაემართა, რათა პირადად ეხილა მაცხოვარი. როდესაც მაცხოვრის ქადაგება მოისმინა, მან იწამა ქრისტე და აღიარა, რომ იგი არის ძე ღვთისა. პანკრატის მამა დაუახლოვდა ქრისტეს მოწაფეებს, განსაკუთრებით - პეტრე მოციქულს. მას მერე პეტრე მოციქული ახალგაზრდა პანკრატისაც იცნობდა.

უფლის ამაღლების შემდეგ, ერთ-ერთი მოციქული მივიდა ანტიოქიაში და მონათლა პანკრატის მშობლები და მთელი მათი სახლეული. როდესაც პანკრატის მშობლები დაიხოცნენ, მან დატოვა თავისი მამული, პონტოს მთებში წავიდა და გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება, სადაც დღეებს ლოცვასა და სულიერ საკითხებზე ფიქრში ატარებდა. ერთხელ, როდესაც წმინდა პეტრემ პონტოს მთებთან გაიარა, პანკრატის შეხვდა და თან წაიყვანა ანტიოქიაში, ხოლო შემდეგ - კილიკიაში, სადაც წმინდა მოციქული პავლე იყო. იქ პეტრე და პავლე მოციქულებმა პანკრატის სიცილიის ქალაქ ტავრომენის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმინდა პანკრატი დაუღალავად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ერთი თვის განმალობაში, მან ააშენა ტაძარი, სადაც ღვთისმსახურებას აღასრულებდა. მორწმუნეთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. მალე ტავრომენისა და მიმდებარე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ მიიღო ქრისტეს რჯული.

წმინდა პანკრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანად მწყემსავდა თავის სამწყსოს. ერთხელ წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, შეარჩიეს შესაფერისი დრო, თავს დაესხნენ და ქვებით ჩაქოლეს. წმინდა პანკრატიმ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მისი წმინდა ნაწილები მისივე სახელობის ტაძარშია დაკრძალული, რომში.

ტროპარი, ჴმა დ

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამის თჳსცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ბაგრატ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა დ

მნათობად ღმრთიუ-ბრწყინვალედ აღმოუბრწყინდი შენ ტავრომენელთა, ბაგრატ, და მღუდელ მოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისა-თჳს, რომლისაცა წინაშე ჰსდგა შენ აწ კადნიერად, ევედრე მას პატივის-მცემელთა შენთა-თჳს, ნეტარო.

 


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.