|
|
|
|
|
სულთმოფენობიდან მეათე შვიდეული. ხმა მე-8. ორშაბათი. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 159 დას. XV, 12-19. მთ. 84 დას. XXI, 18-22. მთავარანგელოზ. - ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა. ხსენება ღირსისა სტეფანე საბაიტელისა; მღვდელმთავარისა ივლიანესი, კენომანიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა სერაპიონისა; მოწამისა მარკიანესი
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება იდღესასწაულება ხარების მეორე დღეს, 26 მარტს/8 აპრილს. დღევანდელ დღეს, 13/26 ივლისს ეს დღესასწაული მეორედ აღინიშნება. ამის მიზეზი, შესაძლოა, გახდა XVII საუკუნეში წმიდა არქისტრატის სახელზე, კონსტანტინეპოლში აგებული ტაძრის კურთხევა.
ცნობები წმიდა მთავარანგელოზ გაბრიელის შესახებ მოთავსებულია 26 მარტის/8 აპრილის საკითხავში.
ტროპარი, ჴმა დ
ზეცისა მჴედრობათა მთავარ ანგელოსო გაბრიილ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შემზღუდნე ჩუჱნ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით და ჴელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიჴსნენ ჩუჱნ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.
კონდაკი, ჴმა ბ
მთავარ ანგელოსო ღმრთისაო, მსახურო საღმრთოჲსა მის დიდებისაო, ანგელოსთა მთავარო, და წინა-მძღვარო შეცთომილთაო, უმჯობესისა ჩუჱნცა გვიოხენ დიდსა მას წყალობასა, უჴორცოთა ძალთა ერის მთავარო. |
|
|
|
|